ჩვენს ერთგულ მომხმარებლებსა და ბიზნეს პარტნიორებს სიხარულით გაცნობებთ ნეოფარმის კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს: ჩვენმა წარმოებამ მიმდინარე წლის ივლისში წარმატებით გაიარა ISO 9001:2015-ისა და HACCP-ის საერთაშორისო აუდიტი.
კომპანიაში დანერგილია ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, რომლის მიზანია რეგულაციურ მოთხოვნებთან შესაბამისობა და მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა. HACCP სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს წარმოების პროცესში პროდუქტის დაცვას ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური დამაზიანებელი ფაქტორებისგან. სისტემის დანერგვით კომპანიაში შემუშავდა პრერეკვიზიტული პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს ჰიგიენის ნორმების მაქსიმალურ დაცვას, ასევე გამოვლინდა კრიტიკული საკონტროლო წერტილები, რომელთა მონიტორინგი მიმართულია არსებული რისკების მაქსიმალური შემცირებისკენ.
2022 წლის მეორე ნახევრიდან კომპანიამ ასევე წარმატებით გაიარა ორი აუდიტი ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოს მიერ და მიიღო GDP სერტიფიცირება თბილისსა და ბათუმში მდებარე საბითუმო რეალიზაციის მქონე საწყობებზე, რითაც გაზარდა როგორც სადისტრიბუციო ქსელი, ასევე ფარმაცევტული პროდუქტის ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით. კომპანიაში ფარმაცევტული პროდუქტის მიღება ხდება მხოლოდ დამტკიცებული მომწოდებლებისგან, პროდუქტის შენახვის პირობები დაცულია მთელი სადისტრიბუციო ჯაჭვის განმავლობაში და ხარისხი აკმაყოფილებს როგორც ადგილობრივი კანონმდებლობით, ასევე ევროპული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
2022
GDP სტანდარტი
კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა
2023
ISO სერთიფიკატი
9001:2015 მენეჯმენტის სისტემა
2023
HACCP
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა.