
ნეოფარმის წარმოებამ წარმატებით გაიარა ISO 9001:2015-ისა და HACCP-ის საერთაშორისო აუდიტი.
ჩვენს ერთგულ მომხმარებლებსა და ბიზნეს პარტნიორებს სიხარულით გაცნობებთ ნეოფარმის კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს: ჩვენმა წარმოებამ მიმდინარე წლის ივლისში წარმატებით გაიარა ISO 9001:2015-ისა და HACCP-ის საერთაშორისო აუდიტი. კომპანიაში დანერგილია ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, რომლის მიზანია რეგულაციურ მოთხოვნებთან შესაბამისობა და მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა. HACCP სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს წარმოების პროცესში პროდუქტის დაცვას ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური დამაზიანებელი ფაქტორებისგან. […]