გამოყენების ინსტრუქცია
ანგინოლი
ANGINOL
პარასამკურნალო საშუალება
წამლის ფორმა: სიროფი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური აქტივობის პარასამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: ბიოსტიმულირებული ალოეს ფოთლები (Folia Aloes arborescentis) – 0,67გ/მლ; დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, მეთილპარაბენი, ეთილის სპირტი, გამოხდილი წყალი;
შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ფერმენტებს, ვიტამინებს, ანტრაგლიკოზიდ ალოინს, თავისუფალ ანტრაქინონებს ემოდინს და ქრიზოფანოლს, ბიოგენურ სტიმულატორებს, პოლისაქარიდებს, მიკროელემენტებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ,,ანგინოლ”-ს ახასიათებს ბაქტერიციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედება. ბიოგენური სტიმულატორების შემცველობის გამო იცავს ორგანიზმს გაციებისგან, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებებისადმი.
ემოდინი დოზაზე დამოკიდებულებით აინჰიბირებს Helicobacter pylori- ს ზრდას N- არილამინ აცეტილტრანსფერაზას აქტივობის შემცირების გზით. დადგენილია, რომ ემოდინი ახდენს პირდაპირ ვიროციდულ მოქმედებას Herpes simplex – ის, Varicella zoster – ის და გრიპის ვირუსებზე.
ალოეს შემადგენლობაში შემავალი პოლისაქარიდები მიკროელემენტებთან -თუთიასთან, სელენთან, სპილენძთან კომპლექსში განსაზღვრავენ პრეპარატის იმუნომოდულატორულ მოქმედებას.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· გაციება;
· ანგინა (ტონზილიტი);
· ლარინგიტი;
· ფარინგიტი;
· სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები;
· ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის დაქვეითება ინფექციური
დაავადებების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად საკვების მიღებამდე. შეიძლება სიროფის წყალში განზავებული სახით მიღება.
მოზრდილებში: 15მლ სიროფი 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 12 წლის ზემოთ: 10მლ სიროფი 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 8 წლიდან 12 წლამდე: 5მლ სიროფი 3-ჯერ დღეში (სასურველია კუნსულტაციის გავლა ექიმთან).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 3–დან 7 დღემდე ჩვენების მიხედვით.
უკუჩვენება:
· მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი
კომპონენტებისადმი.
· ჰემორაგიული სისხლდენა, მეტრორაგია (მუცლის ღრუს
ორგანოებში სისხლის მიდინების გაძლიერების გამო);
· ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი, აპენდიციტი, კრონის
დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი, მუცლის ტკივილი;
· შაქრიანი დიაბეტი;
· ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოვლენები: შეიძლება ადგილი ჰქონდეს დისპეფსიას, გულძმარვას, ტკივილებს მუცლის არეში, დიარეას, მენჯის ღრუს ორგანოებთან სისხლის გაძლიერებულ მიდინებას, მენსტრუალური სისხლდენის გაძლიერებას, საშვილოსნოს ტონუსის მომატებას ორსულობის პერიოდში მიღების შემთხვევაში, ალერგიულ რეაქციებს.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს.
იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: ,,ანგინოლი”-ს სიროფი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის კალიუმით გაღარიბება და გააძლიეროს საგულე გლიკო¬ზიდების, ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედება.
თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული მიღებისას იზრდება ორგანიზმში კალიუმის დეფიციტის განვითარების რისკი.
პრეპარატი ახდენს საფაღარათო საშუალებების მოქმედების პოტენცირებას.
ზემოქმედება ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: ,,ანგინოლ’’-მა სპირტის შემცველობის გამო შეიძლება გავლენა მოახდინოს ყურადღების კონცენტრირებაზე ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს.
სიფრთხილე: პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
ეთანოლის შემცველობის გამო სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში!
პრეპარატი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
გამოშვების ფორმა: 100მლ სიროფი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიეთილენის ფლაკონებში. ერთი ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის წესი: სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-25°C ტემპერატურის პირობებში.
მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ./ფაქსი: (032) 2596446, (032) 2595790.