გამოყენების ინსტრუქცია
პარასამკურნალო საშუალება
ევკალიპტი + C
EUCALYPTUS + C
წამლის ფორმა: პასტილები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, ამოსახველებელი ეფექტი. მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე.
პრეპარატის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას განსაზღვრავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსი: ეთეროვანი ზეთები (80% ცინეოლის შემცველობით), მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები.
შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანციები: ევკალიპტის ზეთი – 6მგ; მენთოლი – 5მგ; ასკორბინის მჟავა – 20მგ.
დამხმარე სუბსტანციები: იზომალტი; არაბული გომიზი.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· პირის ღრუს ანთებითი დაავადებები (გინგივიტი, სტომატიტი და სხვა);
· ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები (ლარინგიტი, ტრაქეიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი, და სხვა).
უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუთავსებლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
მიღების წესი და დოზირება: პასტილები ნელა უნდა გაიწოვოს პირის ღრუში.
მოზრდილებში და 12 წლის ზემოთ ბავშვებში: თითო პასტილი ყოველ 2-3 სთ-ში (არაუმეტეს 6-8 პასტილისა დღეში).
ბავშვებში 5-დან 12 წლამდე: თითო პასტილი 3-4-ჯერ დღეში (არაუმეტეს 4 პასტილისა დღეში).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.
ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის რეკომენდაციით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: არ არის შესწავლილი.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა: 6 პასტილი ბლისტერზე. ორ ბლისტერს ათავსებენ მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.
მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.