პარასამკურნალო საშუალება
ვალომენთი
VALOMENT
გამოყენების ინსტრუქცია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დამამშვიდებელი საშუალება.
წამლის ფორმა: სიროფი.
შემადგენლობა 130გ-ზე:
აქტიური სუბსტანციები: კატაბალახას სქელი ექსტრაქტი – 1,3 გ; პიტნის ნაყენი – 3,25 მლ; პიტნის ზეთი – 0,0052 მლ;
დამხმარე სუბსტანციები: სორბინის მჟავა ან მეთილპარაბენი, 96% ეთილის სპირტი, შაქრის სიროფი.
,,ვალომენთი” შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (მენთოლი, ბორნეოლი, ბორნეოლიზოვა-ლერიანატი, იზოვალერიანის მჟავა), ფლავონოიდებს, ტრიტერპენულ საპონინებს, ვალეპოტრიატებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს სედაციური, სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. აძლიერებს შეკავების პროცესებს თავის ტვინის კორტიკალური და სუბკორტიკალური სტრუქტურების ნეირონებში, ამცირებს რეფლექტორულ აგზნებადობას ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში, ახანგრძლივებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, რეფლექსურად აფართოვებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ხსნის შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას, პერისტალტიკას, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, აქვს სუსტი ანტისეპტიკური ეფექტი.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· სხვადასხვა ფორმის ნევროზი, ისტერია, ნევრასთენია;
· აგზნებულობა, შიში, დაძაბულობა;
· ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის დადგომას;
· შაკიკის მსგავსი თავის ტკივილი;
· ნეიროგენული არითმია;
· ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებები;
· კუჭ-ნაწლავის სეკრეტორული ფუნქციის დარღვევა;
· მეტეორიზმი, გულისრევა.
უკუჩვენება:
· შაქრიანი დიაბეტი.
· მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლი-ვად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.
ბავშვებში 6 თვიდან 1 წლამდე: 2,5მლ სიროფი 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: 5მლ სიროფი 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 10მლ სიროფი 2_ჯერ დღეში.
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 10მლ სიროფი 3-4-ჯერ დღეში.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლიდან: 15მლ სიროფი 3-4-ჯერ დღეში;
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.
დოზის გადაჭარბება: დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.
სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია სხვა სედაციურ საშუალებებთან ერთად გამოყენება, აძლიერებს საძილე და ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედებას.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის ხანგრძლივად დიდი დოზებით მიღებისას შესაძლებელია ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება. ამ შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტის მართვისას და ისეთ მექანიზმებთან მუშაობისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 130გ სიროფი მუქი ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში. მეორეული შეფუთვა: ერთი ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა: 3 წელი;
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვა: ინახება 15-25ºC ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;
ტელ/ფაქსი: + 995 (32) 259-64-46; 259-57-90;