ვიტამინი C 100მგ N40 ტაბ

სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება
“ვიტამინი С” – 100 მგ
”VITAMIN C” – 100 MG
ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური საშუალება.
აღწერა: 7მმ დიამეტრის მქონე მოყვითალო შეფერილობის მქონე ორმხრივ ამოზნექილი ტაბ­ლე­ტები. დასაშვებია ოდნავ უფრო ინტენსიური მოყვითალო შეფერილობის ჩანართების არსებობა.
შემადგენლობა: ასკორბინის მჟავა – 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი; ტალკი; E 104.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვიტამინი C მრავალმხრივი მოქმედებით ხასიათდება:
ხელს უწყობს ნახშირწყლებისა და ცილების შეთვისებას, საკვებიდან რკინის შეწოვას, სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას; მონაწილეობას ღებულობს სისხლის შედედების, ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, მათს შორის ვიტამინ B12-ის სინთეზში; ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ, ამცირებს სისხლძარღვთა კედლების განვლადობას.
ამ პროცესებში მონაწილეობით ვიტამინი C გავლენას ახდენს ანთებით და ალერგიულ რეაქციებზე და ხელს უწყობს აღდგენითი და დამცველობითი პროცესების მიმდინარეობას ორგანიზმში. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას.
ფარმაკოკინეტიკა: არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. ჰიპო – და ავიტამინოზი, დაქვეითებული იმუნორეზისტენტობა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკა; ღრძილებიდან სისხლდენა, მადის დაქვეითება, გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა; გადაღლილობა, ასთენიური მდგომარეობა, რკინადეფიციტური ანემიები, სისხლდენებისადმი მიდრეკილება, გამოწვეული კაპილარების კედლების გაზრდილი განვლადობით, დაავადებების გადატანის შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი;
უკუჩვენება: ალერგიული რეაქციები პრეპარატის შემადგენელი ზოგიერთი კომპონენტის მიმართ.
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ.
მოზრდილებში: 100 მგ-დან 600 მგ-მდე დღე-ღამეში (1-დან 6 ტაბლეტამდე დღე-ღამეში);
ბავშვებში: 1-დან 6 წლამდე _ 100 მგ დღე-ღამეში (ერთი ტაბლეტი დღე-ღამეში);
6 წლის ზემოთ _ 100მგ-დან 300 მგ-მდე დღე-ღამეში (ერთიდან 3 ტაბლეტამდე დღე-ღამეში);
გამოყენების უსაფრთხოება (სიფრთხილე): თამბაქოს მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ ვიტამინი С-ს შეთვისების უნარის შემცირება. ვიტამინის მაღალი დოზებით მიღებამ (2გ-ზე მეტი დღე-ღამეში) შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული ანალიზის შედეგებზე.
ვიტამინი С-ს მსუბუქი მასტიმულირებელი მოქმედების გამო, მისი მიღება არ არის რეკომენდებული საღამოს საათებში.
ვიტამინი С-ს მიღება განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადების მქონე ავადმყოფებში (ფენილკეტონურია, გლუკოზო-6-ფოსფატაზას დეფიციტი, ჰემოქრომატოზი, თალასემია, გლუკოზო- იზომალტაზური უკმარისობა, სიდერობლასტური ანემია), თირკმელ-კენჭოვანი დაავადებებისას, ასევე, სისხლის მომატებული შედედებისუნარიანობის შემთხვევაში.
ჭარბი დოზა: ვიტამინი C-ს მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ანემია, თავის ტკივილი, თირკმელებში კენჭების წარმოქმნა, პოლიურია, კრუნჩხვები, დიარეა, ღებინება, გულისრევა. შარდის მჟავიანობის მნიშვნელოვანი გაზრდის გამო არსებობს თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნის რისკი (ურატული, ოქსალატური და ცისტეინური). მკურნალობა სიმპტომურია. ვიტამინი C-ს ტოქსიკური დონეები არ მიიღწევა, ვინაიდან დიდი რაოდენობა გამოიყოფა შარდთან ერთად. ლიტერატურაში აღწერილია 4 თვის განმავლობაში 15 გ ვიტამინი C-ს ყოველდღიურად მიღების შემთხვევა გვერდითი რეაქციების გამოვლინების გარეშე.
ორსულობა და ლაქტაცია: ვიტამინი C რეკომენდებულია ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა: ვიტამინი C არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან: ვიტამინი С მონაწილეობს რიგი სამკურნალო საშუალებების ცვლაში.
აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთდროული მიღებისას ვიტამინი С ზრდის სალიცილატების მოქმდების ეფექტს.
შეიძლება შეასუსტოს ამპფეტამინისა და ტრიციკლური ანტიდე-პრესანტების მოქმედება.
დეფეროქსამინთან ერთდროული მიღებისას ზრდის რკინის გამოყოფას შარდთან ერთად.
მაღალ დოზებში მიღებისას С ვიტამინმა შეიძლება გაახანგრძლივოს სისხლის შედედების პროცესები და და შეასუსტოს ანტიკოაგულანტების მოქმედება.
ასკორბინის მჟავა ზრდის ესტროგენული პრეპარატების და ყველა პერორალური კონტრაცეპტული საშუალების კონცენტრაციას სისხლში.
ვიტამინი С –სა და ვიტამინ B12 –ის მიღებათა შორის აუცილებელია 2 – საათიანი ინტერვალის დაცვა, ვინაიდან ვიტამინი B12 იშლება ვიტამინ С –სთან ერთდროული მიღებისას.
გვერდითი მოვლენები: მითითებული დოზების მიღებისას გვერდითი რეაქციები არ აღინიშნება. ვიტამინი С-ს მაღალი დოზების გახანგრძლივებული მიღებისას (1 გ-ზე მეტი დღეში) შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილები, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, კანის სიწითლე, შარდის გაძლიერებული გამოყოფა.
მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება შექმნას პირობა თირკმელებში კენჭების წარმოშობისთვის.
შეფუთვა: 20 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის ბლისტერზე. 2 ბლისტერს ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
შენახვა: ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (32) 259-57-90, 259-64-46