გამოყენების ინსტრუქცია
წითელი კასტელანის ხსნარი
Solutio Castelani Rubra
წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების ხსნარი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების მქონე გარეგანი საშუალება.
შემადგენლობა:
რეზორცინი – 2,03გ, ბორმჟავა – 0,203გ, ფენოლი – 1,016გ, ფუქსინი – 0,03გ, ეთანოლი 95% – 3,05მლ, გამოხდილი წყალი – 25მლ-მდე.
ჩვენება: კანდიდოზები.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
ხსნარი დაიტანება დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები: დატანის შემდეგ ადგილობრივად შეიძლება გამოიწვიოს ტკივილისა და წვის ხანმოკლე შეგრძნება, რომელიც მალევე ქრება და არ საჭიროებს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
განსაკუთრებული მითითებები: არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენება კანის საფარველის დიდ უბანზე, რადგან შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფენოლის დოზის გადაჭარბებას: რადგან ფენოლი აღწევს სისხლში და დიდ დოზას შეუძლია გამოიწვიოს ტოქსიური ზემოქმედება ორგანიზმზე (თავბრუსხვევა, სისუსტე). გასათვალისწინებელია, რომ ფუქსინის შემცველობის გამო პრეპარატი ზედაპირს ღებავს წითლად!
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში აკრძალულია.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
შეფუთვა: 25მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში, პოლიეთილენის საცობით და თავსახურით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას რაიმე დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.