მუკალტინის სიროფი ჟ/მ 125 მლ

გამოყენების ინსტრუქცია
მუკალტინის სიროფი ჟოლოთი და მარწყვით
SIRUPUS MUCALTINI CUM RUBII ET FRAGARIA
პარასამკურნალო საშუალება

საერთაშორისო სახელწოდება: მუკალტინი – სამკურნალო ტუხტის მიწისზედა ნაწილების მშრალი ექსტრაქტი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.
წამლის ფორმა: სიროფი.
შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია: მუკალტინი (ტუხტის მიწისზედა ნაწილების მშრალი ექსტრაქტი) – 2,0გ;
დამხმარე ნივთიერებები: ჟოლოსა და მარწყვის არომატიზატორები, სორბინის მჟავა ან მეთილპარაბენი, ეთილის სპირტი, შაქრის სიროფი _ 125გ-მდე.
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ლორწოს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, კემფეროლი), კუმარინებს, ანთოციანებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის), ჩ ვიტამინს, პექტინოვან ნივთიე­რე­ბებს, კაროტინს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: მუკალტინის სიროფი აწყნარებს ხველას, ფარავს დაზიანებულ ლორწოვან გარსს თხელი ფენით, არბილებს და შლის მკვრივ, ანთებით ნადებებს (ყელის, ხორხის, ხმოვანი იოგების), აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, იცავს სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს გაღიზიანებისაგან, აუმჯობესებს მადას, ამცირებს წყურვილის შეგრძნებას.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს:
· ბრონქიტი;
· პნევმონია;
· ბრონქოექტაზია;
· ტრაქეიტი;
· ლარინგიტი;
· ანგინა.
გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და უნდა მიმართოს ექიმს.
იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი და დოზირება: პერორალურად, საკვების მიღების წინ.
მოზრდილებში: 15მლ სიროფი 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: 2,5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 10მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
(შეიძლება მითითებული დოზების წყალში განზავებით მიღება).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.
უკუჩვენება:
· შაქრიანი დიაბეტი.
· სიროფში მარწყვის არომატიზატორის არსებობის გამო, შეიძლება ინდივიდუალურად გამოვლინდეს კანზე ალერგიული გამონაყარი ძლიერი ქავილით.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ხველის დამთრგუნველ და კოდეინის შემცველ პრეპარატებთან ერთად
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი არ ინიშნება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.
დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა:125გ სიროფი ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში.
მეორეული შეფუთვა: ერთი ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: 15-25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი”.

საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;
ტელ/ფაქსი: + 995 (032) 259-64-46; 259-57-90.