ნეობილი N20 კაფს

პარასამკურნალო საშუალება
ნეობილი
NEOBILI
გამოყენების ინსტრუქცია

გამოშვების ფორმა: კაფსულები.
გარეგნული აღწერა: თეთრი მყარი ჟელატინის კაფსულები, კაფსულის შიგთავსი – ყავისფერი შეფერილობის გრანულები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღვლმდენი საშუალება.
კაფსულის შემადგენლობა: უკვდავას ყვავილების ექსტრაქტი – 0,3გ; პიტნის ზეთი – 0,001 გ; ასკილის ნაყოფების მშრალი ექსტრაქტი – 0,099 გ;
პრეპარატი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს, ფლავონოიდებს (ნარინგენინი, აპიგენინი, ქვერცეტინი, რუტინი, კემპფეროლი), მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს (K, C, P, B, B ჯგუფი), მიკროელემენტებს;
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს აქვს ნაღვლმდენი, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფის ფუნქციას, ნაღველში ამცირებს ნაღვლის მჟავების და ზრდის ბილირუბინის კონცენტრაციას, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, ხსნის ნაწლავების გლუვკუნთოვანი მუსკულატურის, სანაღვლე გზების, ნაღვლის ბუშტისა და სისხლძარღვების კედლების სპაზმს, ამცირებს დისპეპსიურ მოვლენებს, არეგულირებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, ნახშირწყლების ცვლას, აქვეითებს კაპილარების განვლადობას და სიმყიფეს; ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს მავნე ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების მიმართ.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
· სანაღვლე გზების დისკინეზია;
· ჰეპატიტი;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა;
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; არტერიული ჰიპერტენზია; სანაღვლე გზების გაუვალობა, ობტურაციული სიყვითლე, ღვიძლის მწვავე უკმარისობა.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები. არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს წნევის მომატება.
გვერდითი ეფექტების დაფიქსირების შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე.
ბავშვებში: 10-დან 14 წლამდე 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 10-30 დღე;
აუცილებლობის შემთხვევაში, ერთ თვიანი შესვენების შემდეგ შესაძლებელია განმეორებითი მკურნალობის კურსის გავლა.
განსაკუთრებული მითითებები: არ შეიძლება პრეპარატის 3 თვეზე მეტი ხნის მანძილზე გამოყენება, რადგან შეიძლება გამოიწვიოს შეგუბების მოვლენები ღვიძლში.
ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. გამოყენება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: არ არის შესწავლილი.
გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა ბლისტერზე. ორი ბლისტერი თავსდება კოლოფში.
ვარგისობის ვადა: 3 წელი;
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე.
ვარგისობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.