ნეოსორბი №20 კაფ

გამოყენების ინსტრუქცია
პარასამკურნალო საშუალება
ნეოსორბი
NEOSORBI

წამლის ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა: გ/1 კაფს:
ალუმინის და მაგნიუმის სილიკატების ნარევი – 0,5 გ; აეროსილი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ფოროვანი თიხა, თავისი სტრუქტურული აგებულებიდან გამომდინარე, იწოვს სითხესა და გაზებს. იწვევს ვირუსების, ბაქტერიების და ტოქსინების აბსორბციას, ახდენს ჭარბი გაზისა და სითხისაგან განთავისუფლებული ნაწლავების ტონუსისა და პერისტალტიკის ნორმალიზაციას.
გამოყენების რეკომენდაცია: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· გაზების წარმოქმნა;
· მეტეორიზმი, აეროფაგია;
· ფლატულენცია (ნაწლავებში გაზის დაგროვება);
გვერდითი მოვლენები: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში 18წ-ის ზემოთ მიიღება თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში საკვების მიღებიდან დაახლოებით 1 სთ-ის შემდეგ.
ბავშვებში 8-დან 12 წლამდე და მოზარდებში 12-დან 18წლამდე მიიღება თითო კაფსულა 1-ჯერ დღეში. სასურველია პრეპარატის დილით მიღება. მკურნალობის ხანგრძლივობა – 1 თვე;
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას.
ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა ბლისტერზე. ორი ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა: 4 წელი.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.

საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (32) 259-64-46; 259-57-90;