შემადგენლობა: სელის თესლის ლორწო, პექტინი, დამატკბობელი, ლიმონმჟავა, კონსერვანტი, ატმის არომატი.
შემადგენლობა: სელის თესლის ლორწო, პექტინი, დამატკბობელი, ლიმონმჟავა, კონსერვანტი, ატმის არომატი.
სელის ლორწო შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მცენარეულ ბოჭკოს, მონო და დისაქარიდებს, ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს; ვიტამინებს: A, B1, B2, B5, B6, B9, C, E, PP, K, ქოლინს; მიკრო ელემენტებს: რკინა, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, სელენი; მაკრო ელემენტებს: კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი; ცხიმოვანი მჟავებს: ომეგა 3, ომეგა 6, ომეგა 9; ანტიოქსიდანტებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება და გამოყენება: სელის წვენი აქვეითებს მადას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, სელის თესლის ბოჭკოვანი უჯრედები ხელს უწყობენ წონის კორექციას და ებრძვიან ჭარბი ცხიმის დაგროვებას ორგანიზმში. პოლისაქარიდების მაღალი შემცველობის გამო, სელის წვენი ამცირებს დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი და წყლულოვანი დაავადებების სამკურნალო მოქმედება. სელის წვენი ეკოპროტექტორია. მასში არსებული პექტინოვანი ნივთიერებები წარმოქმნიან კომპლექს ნაერთებს მძიმე მეტალებთან და რადიონუკლიდებთან, ხელს უშლიან ორგანიზმის მიერ მათ ათვისებას.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება 1 ჭიქა (100მლ) 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30წთ-ით ადრე.
სასურველი ეფექტის მისაღებად სელის წვენის გამოყენება რეკომენდირებულია რამდენიმე კვირის განმავლობაში.
განმეორებითი კურსის ჩატარება სასურველია ერთკვირიანი შესვენების შემდეგ.