ჩიას თესლი შეიცავს დაახლოებით 20% ცილებს; 40% მცენარეულ ცხიმებს; 38% ნახშირწყლებს (უხნად ბოჭკოებს, ხსნად უჯრედისს, ამინომჟავებს); ომეგა 3-ს; ვიტამინებს: A, B1, B2, B3, С, PP, K; მიკრო და მაკროელემენტებს: Ca, Fe, Zn, Cu, Mn, Se, Mg, Na, K, P.
100გ ჩიას თესლი შეესაბამება:
• 545მლ რძეს, როგორც კალციუმის წყაროს;
• 294გ შვრიას, როგორც უჯრედისის წყაროს;
• 900გ ფორთოხალს, როგორც ანტიოქსიდანტების წყაროს;
• 178გ ბანანს, როგორც კალიუმის წყაროს;
• 992გ ორაგულს, როგორც ომეგა-3-ის წყაროს;
• 216გ კაკალს, როგორც მაგნიუმის წყაროს;
• 400გ ისპანახს, როგორც რკინის წყაროს;
11 მიზეზი, რის გამოც ჩიას თესლი უნდა მივიღოთ ყოველდღიურად:
1. შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს და ამავე დროს – ძალიან მცირე კალორიებს.
2. ჩიას თესლი ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყაროა, რაც აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.
3. ჩიას თესლი ხელს უწყობს წონის დაკლებას. ის შეიცავს დიდი რაოდენობით უხსნად ნახშირწყლებს, რის გამოც შეუძლია თავის წონაზე 12-ჯერ მეტი წყლის შთანთქმა, ამიტომ მიღებისას იძლევა დანაყრების შეგრძნებას. ამას ემატება ცილებისა და ამინომჟავების უხვი შემცველობა, რაც მადის დაქვეითებისა და საკვების მიღების სურვილის გაქრობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია.
4. ჩიას თესლი ასევე არეგულირებს კუჭ-ნაწლავის სწორ მუშაობას.
5. ჩიას თესლში კალციუმი 5-ჯერ მეტია, ვიდრე რძეში, ცილები 2-ჯერ მეტია, ვიდრე მარცვლოვანთა თესლებში, კალიუმი 2-ჯერ მეტია, ვიდრე ბანანში, ომეგა-3 9-ჯერ მეტია, ვიდრე თევზში და ა.შ… ამიტომ ჩიას თესლის მიღება ადამიანს მატებს ძალას, ენერგიას, ჯანმრთელობას.
6. ჩიას თესლი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.
7. ჩიას თესლი ამაგრებს კბილებს და ძვლებს.
8. ჩიას თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3-ს და ომეგა-6-ს, რაც მნიშვნელოვანია გულისთვის, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად სისხლში.
9. ჩიას თესლი ხელს უწყობს წნევის დაწევას.
10. ჩიას თესლი ხელს უწყობს სისხლში შაქრის შემცველობის დარეგულირებას.
11. კლინიკურმა კვლევებით დადგენილია, რომ სისტემატიური მიღებისას არეგულირებს სისხლის სიბლანტეს და ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს.
დოზირება: 14 წლამდე ბავშვების დღიური ნორმაა 1 ან 2 ჩაის კოვზი.
უფროსი ასაკის ადამიანებისთვის დღიური ნორმაა 1 ან 2 სუფრის კოვზი.
ჩიას თესლი სითხეში ფართოვდებს 10 – 12-ჯერ. ამიტომ რეკომენდირებულია მიღებამდე ის ჩაალბოთ და დააცადოთ, რომ შეიწოვოს მისთვის საჭირო რაოდენობის სითხე.
1 სუფრის კოვზ თესლს ასხამენ 150 – 200მლ ცივი ანადუღარი წყალს, რძეს ან ხილის წვენს და აყოვნებენ 15 – 20 წუთი. მიიღებენ დღეში ერთჯერ.
ასევე მისი გამოყენება შესაძლებელია ფაფებთან და სხვა საკვებთან ერთად.
ჩიას თესლის სამკურნალოდ გამოყენების შემთხვევაში არ არის სასურველი თესლის თერმული დამუშავება, რადგან ამ დროს ნივთიერებათა უმრავლესობა იშლება.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოიწვიოს გაზების დაგროვება, დიარეა, გამონაყარი კანზე. ასეთ შემთხვევებში მიღება არ არის რეკომენდირებული, ან საჭიროა დოზის შემცირება.
უკუჩვენება: არ არის სასურველი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება, რადგან არ არსებობს შესაბამისი გამოკველევების მონაცემები.
არ არის რეკომენდირებული მიღება დაბალი წნევის დროს.
არ მიიღოთ ასპირინთან ერთად.
არ აქვს მნიშვნელობა, ჯანმრთელი ხართ თუ არა, ჩიას თესლი სჭირდება ყველას ყოველდღიურად: საკმარისია მისი სისტემატიური დამატება (მარილის მსგავსად) სალათებში ან სხვა კერძებში,
არ არის გენმოდიფიცირებული.
ვარგისობის ვადა: 1 წელი