გამოყენების ინსტრუქცია
პარასამკურნალო საშუალება
ჭუპა-ჭუპა
CHUPA – CHUPA
წამლის ფორმა: მცენარეული წარმოშობის სითხოვანი ექსტრაქტი გარეგანი გამოყენებისთვის
აღწერილობა: სპეციფიკური სუნისა და მოტკბო გემოს (ლორწოს შეგრძნებით) მუქი მოყავისფრო ფერის სითხე. დასაშვებია ნალექის არსებობა.
შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: ორკბილას ბალახი (Hერბა ბიდენტის) _ 85გ/100მლ;
დამხმარე ნივთიერებები: სორბინის მჟავა, 96% ეთილის სპირტი, წყალი.
ორკბილა შეიცავს ეთერზეთებს, კაროტინოიდებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კუმარინებს, ასკორბინის მჟავას, მიკროელემენტებს (რკინა, ქრომი, სპილენძი, ალუმინი, მანგანუმი). ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული მოქმედება, რაც დაკავშირებულია ორკბილას შემადგენლობაში შემავალ ფლავონოიდურ ნაერთებთან (ფლავონები და ხალკონები) ასევე, მთრიმლავ ნივთიერებებთან, რომელთა შემადგენლობაში ჭარბობს უმარტივესი სტრუქტურის პოლიფენოლები. ისინი ხასიათდებიან უფრო მეტად გამოხატული ანტიმიკრობული თვისებებით, ვიდრე ტანინების ტიპის მთრიმლავი ნივთიერებები. პრეპარატის ანტიმიკრობულ მოქმედებას აძლიერებს ორკბილაში მანგანუმის შემცველობაც.
გარდა აღნიშნულისა, პრეპარატს ახასიათებს ანტიალერგიული, სიცხის დამწევი მოქმედება (გაძლიერებული ოფლდენის ხარჯზე), ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· ექსუდაციური დიათეზის კანის გამოვლინება;
· ეგზემია;
· ფსორიაზი;
· ფურუნკული;
· პიოდერმია.
გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გამოყენების წესი და დოზირება: აბაზანის მოსამზადებლად ,,ჭუპა-ჭუპა”-ს 20მლ იხსნება 10ლ თბილ წყალში. პრეპარატი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი.
გამოყენება ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში: გამოყენება რეკომენდირებულია.
გამოყენება ბავშვებში: გამოყენება რეკომენდირებულია.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
გამოშვების ფორმა: პირველადი შეფუთვა: 100მლ სითხოვანი ექსტრაქტი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ფლაკონში.
მეორეული შეფუთვა: 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება 15-25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.