პარასამკურნალო საშუალება

,,ალთე +C”

ჟოლოთი და მარწყვით

წამლის ფორმა:

პასტილები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი მოქმედების მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ,,ალთე +C” ამშვიდებს ხველას, ფარავს დაზიანებულ ლორწოვან გარსს თხელი ფენით, არბილებს და შლის მკვრივ, ანთებით ნადებებს (ყელის, ხორხის, ხმოვანი იოგების), აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, იცავს სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს გაღიზიანებისაგან.
შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანციები: ტუხტის ფესვების მშრალი ექსტრაქტი – 40მგ; ასკორბინის მჟავა – 20მგ;
დამხმარე სუბსტანციები: იზომალტი, ჟოლოს არომატიზატორი, მარწყვის არომატიზატორი

ჩვენებები:

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში როგორც დამხმარე საშუალება.
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები:
• ბრონქიტი;
• პნევმონია;
• ბრონქოექტაზია;
• ტრაქეიტი;
• ლარინგიტი;
• ანგინა.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური შეუთავსებლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.

მიღების წესი და დოზირება:


პასტილები ნელა უნდა გაიწოვოს პირის ღრუში.
ბავშვებში 5-დან 12 წლამდე: თითო პასტილი 3-4-ჯერ დღეში (არაუმეტეს 4 პასტილისა დღეში).
მოზრდილებში და 12 წლის ზემოთ ბავშვებში: თითო პასტილი ყოველ 2-3 სთ-ში (არაუმეტეს 6-8 პასტილისა დღეში).

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.
ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის რეკომენდაციით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: არ არის შესწავლილი.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.


გამოშვების ფორმა:

6 პასტილი ბლისტერზე. ორ ბლისტერს ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.

მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი”.

საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.