პარასამკურნალო საშუალება
,,ალოეს სიროფი მოცვით”
,,Sirupus Aloёs cum Myrtillo”
გამოყენების ინსტრუქცია
შემადგენლობა: ალოეს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი – 0,125გ; მოცვის ნაყოფების ანთოციანების შემცველი სქელი ექსტრაქტი _ 0,15გ; 96% ეთილის სპირტი; სორბინის მჟავა ან მეთილპარაბენი; შაქრის სიროფი – 125გ-მდე.
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ფერმენტებს, ვიტამინებს, ანტრაცენწარმოებულებს, ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, ნახშირწყლებს, კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ანტიოქსიდანტური მოქმედება. აძლიერებს მხედველობის სიმახვილეს (ღამის მხედველობას), ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ, კანის და ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს. შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· თვალის ინფექციური დაავადებები (ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი);
· მხედველობის გადაძაბვა;
· სიბნელის მიმართ მხედველობის ადაფტაციის მექანიზმის მოშლა;
· გონებრივი და ფიზიკური გადაღლა;
· თვალის სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკა.
უკუჩვენებები:
· ჰემოროიდალური სისხლდენა, მეტრორაგია;
· ორსულობა;
· კრონის დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი;
· ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი;
· დიფუზური გლომერულონეფრიტი;
· შაქრიანი დიაბეტი;
გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები, არტერიული წნევის მომატება, ჰიპერთერმია, დიარეა.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და უნდა მიმართოს ექიმს.
იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი და დოზირება: პერორალურად საკვების მიღების შემდეგ.
მოზრდილებში: 15მლ სიროფი გახსნილი 1/4 ჭიქა წყალში 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: 2,5მლ სიროფი გახსნილი 20მლ წყალში 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 5მლ სიროფი გახსნილი 20მლ წყალში 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 10მლ სიროფი გახსნილი 1/4 ჭიქა წყალში 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის მონაცემები. პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას ორგანიზმში მცირდება კალიუმის შემცველობა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს საგულე გლიკოზიდებისა და ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედების გაძლიერება. ალოე აძლიერებს პრეპარატების ზემოქმედებას.
განსაკუთრებული მითითებები: 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება ხდება ექიმის დანიშნულების მიხედვით.
დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
სიფრთხილე: პრეპარატი არ ინიშნება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 125გ სიროფი ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში.
მეორეული შეფუთვა: ერთი ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პოლიეთილენის მზომ ჭიქასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები:
15-25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;
ტელ/ფაქსი: + 995 (32) 259-64-46; 259-57-90;