ალოფერი სიროფი 130გრ

კომბინირებული სამკურნალო საშუალება
ალოფერის სიროფი
SIRUPUS ALOFERI
გამოყენების ინსტრუქცია

წამლის ფორმა: სიროფი.
შემადგენლობა:
რკინის (II) სულფატი – 0,962გ რკინის შემცველობით;
განზავებული ქლორწყალბადმჟავა – 1,95გ;
ასკორბინის მჟავა – 0,52გ;
ალოეს წვენის სიროფი – 130გ-მდე;
(1 მლ სიროფი შეიცავს 9,62მგ რკინას);
ალოეს წვენი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ანტრაცენწარმოებულებს (ალოე-ემოდინი, ალოინი, ალოინოზიდი), მწარე გლიკოზიდებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, ორგანულ მჟავებს, პოლისაქარიდებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
რკინის (II) სულფატი:
· რკინა არის ჰემის სტრუქტურული ელემენტი;
· აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის;
· შედის მიოგლობინის, რიგი ფერმენტების შემადგენლობაში;
· დეპონირდება ორგანიზმში.
ასკორბინის მჟავა:
· განაპირობებს სამვალენტიანი რკინის ორვალენტიან იონურ რკინად აღდგენას;
· აუმჯობესებს საკვებიდან რკინის შეწოვას;
· არეგულირებს კაპილარების განვლადობას;
· უზრუნველყოფს კოლაგენის და პროკოლაგენის სინთეზს;
· მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში;
ალოეს წვენის სიროფი:
· აქვს ბაქტერიციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
· შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს;
· აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ;
· აძლიერებს კანის და ლორწოვანი გარსების რეგენერაციულ პროცესებს;
ქლორწყალბადმჟავა :
· აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან რკინის შეწოვას.
ჩვენება:გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· სხვადასხვა ეთიოლოგიის რკინადეფიციტური (ჰიპოქრომული) ანემიები;
· გაზრდილი მოთხოვნილება რკინაზე (პრე- და პუბერტატული ასაკი, ლაქტაციის პერიოდი);
· რკინის და ვიტამინების ალიმენტური დეფიციტი.
უკუჩვენება:
· სხვა ეთიოლოგიის ანემიები;
· ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;
· კრონის დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი;
· ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი;
· დიფუზური გლომერულონეფრიტი;
· ორსულობა.
· შაქრიანი დიაბეტი.
გვერდითი მოვლენები:
ანორექსია, გულისრევა, ფაღარათი, ტაქიკარდია, გამონაყარი კანზე. მკურნალობის პერიოდში საჭიროა არტერიული წნევის კონტროლი. იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად.
მოზრდილებში და ბავშვებში 14 წლის ზემოთ: 1 _ 2 ჩაის კოვზი სიროფი გახსნილი 50მლ წყალში 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ. ბავშვებში 3 წლამდე: პრეპარატის დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად სხეულის წონის გათვალისწინებით. იხ. ცხრილი;
ალოფერის სიროფის სადღეღამისო დოზები ბავშვის წონის მიხედვით:

 ბავშვის წონა კგ-ში 3-4კგ5-6კგ7-8კგ 9-10კგ11-12კგ 13-14კგ15-16კგ
 სადღეღამისო დოზა მლ_ში0,5-0,6მლ0,7-0,9მლ1,0-1,2მლ1,3-1,7მლ1,8-2,0მლ2,1-2,2მლ2,3-2,5მლ
 სადღეღამისო დოზა წვეთებში15-18წვთ 21-27წვთ30-36წვთ 39-51წვთ 54-60წვთ 63-66წვთ69-75წვთ

სიროფის დოზა გადანაწილდება 2-3 მიღებაზე.
ბავშვებში 3 წლიდან 6 წლამდე: ნახევარი ჩაის კოვზი სიროფი გახსნილი 30მლ წყალში 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ;
ბავშვებში 6 წლიდან 14 წლამდე: 1 ჩაის კოვზი სიროფი გახსნილი 30მლ წყალში 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ;
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 8-12 კვირა.
პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებლად შეანჯღრიეთ ფლაკონი!
პრეპარატის მიღების შემდეგ რეკომენდირებულია 200მლ-მდე წყლის მიყოლება.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: ორგანიზმში რკინის დეფიციტის დადგენისას ალოფერის სიროფი ინიშნება ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული მიღებისას იზრდება კალიუმის დეფიციტის განვითარების რისკი.
უნდა ვერიდოთ ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებ­თან, პენიცილინამინებთან, ანტაციდურ პრეპარტებთან დანიშვნას, რადგან მცირდება რკინის შეწოვის პროცესი.
ზემოქმედება ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს ზემოქმედებას ყურადღების კონცენტრირებასა და მექანიზმების მართვის უნარზე.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის მიღების შემდეგ რეკომენდირებულია 200მლ-მდე წყლის მიყოლება.
სიფრთხილე: პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლე­ბე­ლია გამოიწვიოს ორგანიზმის კალიუმით გაღარიბება და საგულე გლიკოზიდების, ანტიარითმიული პრეპარა­ტე­ბის მოქმედების გაძლიერება.
დოზის გადაჭარბება: პრეპარატის დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, პარესთეზია, სიფერმკრთალე, წნევის დაქვეითება, ტკივილი მუცლის არეში, გონების დაბინდვა, დიარეა სისხლის მინარევით, ღებინება, ციანოზი.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, რძის, უმი კვერცხის მიღება. სპეციფიკური მკურნალობისთვის ინიშნება დეფეროქსამინი პერორალურად და პარენტერალურად. მწვავე მოწამვლისას, როცა ჯერ კიდევ არ არის რკინა ადსორბირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ინიშნება 5-10გ დეფეროქსამინი (10-20 ამპულის შიგთავსს ხსნიან წყალში). ხოლო ადსორბირებული რკინის შესაბოჭად დეფეროქსამინი შეჰყავთ კუნთში ნელა, ბავშვებში – 15მგ/სთ-ში, მოზრდილებში – 5მგ/კგ/სთ (80მგ-მდე/კგ/დღე-ღამეში). მსუბუქი მოწამვლისას – ბავშვებში კუნთში შეჰყავთ 1გ ყოველ 4-6 სთ-ში, მოზარდებში – 50მგ/კგ (4გ-მდე/დღე-ღამეში).
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 130გ სიროფი მუქი შეფერილობის მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში. მეორეული შეფუთვა: ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვა: ინახება 18-25˚C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შ.პ.ს „ნეოფარმი”.

საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;
ტელ/ფაქსი: + 995 (032) 259-64-46; 259-57-90;