გამოყენების ინსტრუქცია
გულყვითელას ნაყენი
Tinctura calendulae
პარასამკურნალო საშუალება
შემადგენლობა: გ/1000მლ;
გულყვითელას ყვავილები – 100გ.
ეთილის სპირტი 70% – საჭირო რაოდენობით 1ლ ნაყენის მისაღებად.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელი და ნაღვლმდენი მოქმედება.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
• ინფიცირებული ჭრილობები;
• დამწვრობა;
• პირის ღრუსა და ღრძილების დაავადებები;
• ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები;
• ქოლეცისტიტი.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია.
ჭარბი დოზირება: არ არის გამოვლენილი.
მიღების წესი და დოზირება: პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად: 1 ჩაის კოვზი ნაყენი იხსნება ერთ ჩაის ჭიქა წყალში;
გარეგანი გამოყენებისათვის: საფენების სახით – 1 ჩაის კოვზი ნაყენი იხსნება ერთ ჩაის ჭიქა წყალში;
შიგნით მისაღებად (როგორც ნაღვლმდენი საშუალება): 10-20 წვეთი იხსნება მცირე რაოდენობით წყალში და მიიღება 2-3-ჯერ დღეში.
ბავშვები: შესაძლებელია მიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: პრეპარატი აძლიერებს სხვა (უპირატესად შროშანა და ასფურცელა) ანთების საწინააღმდეგო და ნაღვლმდენი საშუალებების მოქმედებას.
ორსულობა და ლაქტაცია: შესაძლებელია მიღება ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.
გამოშვების ფორმა: 25მლ და 50მლ ნაყენი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პეტის ფლაკონში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.