პარასამკურნალო საშუალება
დავიკოლი
DAVIKOL
გამოყენების ინსტრუქცია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
წამლის ფორმა: თვალის წვეთები.
შემადგენლობა (10მლ-ზე):
აქტიური სუბსტანცია: თაფლი _ 10 გ, ასკორბინის მჟავა _ 0,005 გ;
დამხმარე ნივთიერებები: ნიპაგინი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, დისტილირებული წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ,,დავიკოლ”-ს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული მოქმედება. პრეპარატი ხასიათდება ანტიოქსიდანტური აქტივობით, წარმოადგენს ფერმენტული აქტივობის რეგულატორს, ასტიმულირებს თვალის ქსოვილების რეგენერაციის და ჭრილობების შეხორცების პროცესებს.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· თვალის ტრავმები და დამწვრობები;
· კონტაქტური ლინზების ტარებით გამოწვეული რქოვანის ცვლილებები და კონიუნქტივიტები;
· “მონიტორული” კონიუნქტივიტი კომპიუტერთან მუშაობის დროს;
· ბროლის დაწყებითი შემღვრევები;
· ოფთალმოჰერპესის ყველა ფორმა (მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი);
· თვალის ადენოვირუსული დაზიანება;
· ინფექციური, პოსტტრავმული და ოპერაციის შემდგომი გენეზის კერატოპათიები;
· სხვადასხვა გენეზის რქოვანას და ბადურას დისტროფიები.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.
მიღების წესი და დოზირება: ბავშვებში 6 წლიდან და მოზრდილებში – თითო წვეთი 6-ჯერ დღეში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – თითო წვეთი 3-ჯერ დღეში.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი;
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 10მლ ხსნარი პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით და მიხრახნილი თავსახურით.
მეორეული შეფუთვა: ერთი ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ, გრილ ადგილზე (8 – 15ºC ტემპერატურის პირობებში).
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;
ტელ/ფაქსი: + 995 (032) 259-64-46; 259-57-90;