გამოყენების ინსტრუქცია
,,დიარინი”
,,DIARIN”
პარასამკურნალო საშუალება
შემადგენლობა: ანწლის ნაყოფის ექსტრაქტი – 0,26გ; ბროწეულის ქერქის ექსტრაქტი – 0,13გ.
ანწლის ექსტრაქტი შეიცავს კაროტინოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ამინომჟავებს.
ბროწეულის ქერქის ექსტრაქტი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ანტიოქსიდანტებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, მანგანუმი, თუთია, სელენი, ალუმინი, ქოლინი, ნიკელი და სხვა), პოლიფენოლებს, დიდი რაოდენობით ვიტამინებს (K, ჩ, B ჯგუფის).
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ბროწეულის ქერქსა და ანწლის ნაყოფში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები განსაზღვრავენ მათ ანტიმიკრობულ, შემკვრელ, ანტიოქსიდანტურ, ანტიპარაზიტულ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.
,,დიარინი”-ს კაფსულები ეფექტურია დიარეის დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ძლიერი შემკვრელი მოქმედების გამო.
ექსპერიმენტული კვლევებით დადგენილია, რომ ბროწეულის ქერქში შემავალი ნივთიერებები ანადგურებს დიზენტერიის, სალმონელოზის, ქოლერის გამომწვევ მიკრობებს. როგორც ცნობილია, ქიმიური პრეპარატები (მაგ. ანტიბიოტიკები) განურჩევლად მოქმედებენ როგორც ავადმყოფობის გამომწვევ, ასევე სასარგებლო მიკროორგანიზმებზე, ორგანიზმის უჯრედებზე, იმუნური სისტემა იძულებულია, შეებრძოლოს საკუთარ უჯრედებს. ,,დიარინი”-ს უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მკურნალობის დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში თანდათანობით ხდება პათოგენური ბაქტერიების განადგურება, ხოლო მათ ადგილს იკავებს ნაწლავური მიკროფლორა, რომელიც არ ითრგუნება, მრავლდება და ჩაანაცვლებს დაავადების გამომწვევ მიკრობებს.
,,დიარინი”-ს კაფსულებს ახასიათებს მრავალმხრივ სასარგებლო მოქმედება: არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, აქვს ძლიერი ანტიჰელმინთური მოქმედება, ხელს უწყობს ორგანიზმიდან პარაზიტი ჭიებისა და მათი ცხოველქმედების ტოქსიკური პროდუქტების გამოდევნას (ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენება უსაფრთხოა ორგანიზმისთვის – ქიმიური პრეპარატებისგან განსხვავებით არ აღიზიანებს ღვიძლს), ხელს უწყობს ორგანიზმიდან კანცეროგენული და რადიოაქტიური ნივთიერებების გამოდევნას, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს, მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. გამოიყენება როგორც შემკვრელი და ანტიმიკრობული აქტივობის მქონე საშუალება დიარეის (ფაღარათი), დისბაქტერიოზის, დიზენტერიის, სალმონელოზის დროს.
მიღების წესი და დოზირება: ფაღარათის მარტივი ფორმის დროს 12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 კაფსულა 1 – ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, ხოლო 14 წლის ზემოთ მოზარდებში და მოზრდილებში მიიღება 1 – 2 კაფსულა 1 – ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
თუ კუჭ-ნაწლავის მუშაობა ,,დიარინი”-ს ერთჯერადი გამოყენებით არ მოწესრიგდა, მაშინ კაფსულების მიღება უნდა გაგრძელდეს დოზირებით 1 – 2 კაფსულა 1 – ჯერ დღეში 1 კვირის განმავლობაში.
დისბაქტერიოზის, სალმონელოზისა და დიზენტერიის მკურნალობის დროს ,,დიარინი”-ს კაფსულების მიღება საჭიროა 1 კვირის მანძილზე დოზირებით 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და უნდა მიმართოს ექიმს.
იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება: ალერგიულობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ქრონიკული შეკრულობა, შაქრიანი დიაბეტი, ჰემოროიდალური კვანძების ანთება, კუჭის მომატებული მჟავიანობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ჰეპატიტი, მწვავე ნეფრიტი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზის გადაჭარბება: პრეპარატში ალკალოიდების შემცველობის გამო, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს მოწამვლის სიმპტომების განვითარებას. ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტის დანიშვნა.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 10 კაფსულა პვქ/ალუ ბლისტერზე.
მეორეული შეფუთვა: 1 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;
ტელ/ფაქსი: + 995 (032) 259-64-46; 259-57-90.