პარასამკურნალო საშუალება
დინდგელის 30%-იანი სპირტიანი ექსტრაქტი
EXTRACTUM PROPOLISI SPIRITUOSUM
გამოყენების ინსტრუქცია
შემადგენლობა 20 მლ-ზე:
დინდგელი – 6,0 გ; 80%-იანი ეთილის სპირტი – 20 მლ-მდე.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ანტიმიკრობული, ანტიმიკოზური, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ჭრილობის შემახორცებელი საშუალება.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· კანის საფარისა და ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაზიანებები;
· ფურუნკულოზი, კანის ჩირქოვანი დაავადებები;
· მიკოზი.
· ფარინგიტი, ტონზილიტი, ჰაიმორიტი, პაროდონტოზი, ბრონქიტი;
· კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ქოლეცისტიტი;
· პროსტატიტი.
უკუჩვენება:
· ინდივიდუალური შეუთავსებლობა ფუტკრის პროდუქტების მიმართ;
· მწვავე ეგზემა.
მიღების წესი და დოზირება:
კანის საფარის ზედაპირული დაზიანების დროს: ჭრილობაზე ადებენ დინდგელის ექსტრაქტში დასველებულ ტამპონს 1-3-ჯერ დღეში.
კანის სოკოვანი დაავადებების დროს: დაზიანებულ ადგილს ამუშავებენ 1:10-ზე განზავებულ ექსტრაქტში დასველებული დოლბანდის ტამპონით დღეში 2-ჯერ.
ქრონიკული ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს: ნუშისებურ ჯირკვლებზე უსვამენ დინდგელის ექსტრაქტს 1-2-ჯერ დღეში 8-15 დღის განმავლობაში.
ქრონიკული ტონზილიტის დროს: ექსტრაქტს, წყლიანი ხსნარის (1:20 განზავებით) სახით, იყენებენ საინჰალაციოდ _ 1-2 ინჰალაცია დღეში 7-10 დღის განმავლობაში.
ჰაიმორიტის დროს: ატარებენ ღრუების გამორეცხვას 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში (დინდგელის ექსტრაქტი ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნართან 1:10 განზავებით).
ფურუნკულოზის დროს: 1:10 განზავებულ ექსტრაქტში დასველებული დოლბანდის ტამპონით ამუშავებენ დაზიანებულ ადგილს.
პაროდონტოზის დროს: დინდგელის ექსტრაქტი ღრმა კიურეტაჟის შემდეგ შეაქვთ პაროდონტულ უბეებში 5 წუთით.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირული ჭრილობების დროს: დინდგელის ექსტრაქტს (15 წვეთი ნახევარ ჭიქა თბილ წყალში) იყენებენ გამოსავლებად 4-5-ჯერ დღეში 3-4 დღის განმავლობაში.
ბრონქიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქოლეცისტიტის, შარდის ბუშტის ანთების, პროსტატიტის დროს: 30-40მლ თბილ წყალში გახსნილი 15-20წვეთი ექსტრაქტი მიიღება დღეში 2-3 ჯერ საკვების მიღებამდე 20 წთ-ით ადრე.
გვერდითი მოვლენები: დინდგელის სპირტიანი ექსტრაქტის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის შეწითლება, გამონაყარი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
განსაკუთრებული მითითებები: ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა:
20მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ფლაკონში. ფლაკონს ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი”.
თბილისი. საქართველო. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
ტელ/ფაქსი: + 995 (32) 259-57-90, 259-64-46.