გამოყენების ინსტრუქცია
პარასამკურნალო საშუალება
ევკალიპტის ნაყენი
Tinctura Eucalypti
წამლის ფორმა: ნაყენი.
შემადგენლობა (50მლ-ზე):
ევკალიპტის ფოთლები (Folia Eucalypti) – 10გ;
ეთილის სპირტი 70% _ საკმარისი რაოდენობით 50მლ ნაყენის მისაღებად.
შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (80% ცინეოლი), ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს.
აღწერილობა: მწვანე ფერის, გამჭვირვალე სითხე, ევკალიპტისათვის დამახასიათებელი სუნით და მშუშხავი გემოთი.
შენახვისას დასაშვებია ნალექის წარმოქმნა.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: აქვს ანთების საწინააღმდეგო, სუსტი სედაციური და ამოსახველებელი ეფექტი. მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე, სოკოებზე, უმარტივესებზე, ეშერიხიაზე, ტუბერკულოზის მიკობაქტერიაზე, დიზინტერიის გამომწვევ ამებაზე, ტრიქომონადებზე.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
• ლარინგიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი.
• სტომატიტი, გინგივიტი, ტონზილიტი;
• კუჭ-ნაწლავის დაავადებები.
მიღების წესი და დოზირება:
ზედა სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს: მიიღება პერორალურად 15-30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში (წვეთები უნდა განზავდეს ნახევარ ჭიქა წყალში).
პირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ანთებითი დაავადებების დროს: გამოსავლებად და ინჰალაციისთვის 10-15 წვეთი ნაყენი უნდა განზავდეს 1 ჭიქა თბილ წყალში.
მკურნალობის კურსი – 5-10 დღე.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ეთილის სპირტის შემცველობის გამო პრეპარატის პერორალურად მიღება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.
დოზის გადაჭარბება: არ არის დადგენილი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის ხანგრძლივად დიდი დოზებით მიღებისას შესაძლებელია ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება. ამ შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტის მართვისას და ისეთ მექანიზმებთან მუშაობისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება (შეიცავს ეთილის სპირტს).
შეფუთვა: 50მლ ნაყენი მუქი ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში.
ვარგისობის ვადა: 5 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (32) 259-57-90, 259-64-46.