ევკალიპტი + C N20 ტაბ

პარასამკურნალო საშუალების სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
კომბინირებული ფარმაკოლოგიური საშუალება
ევკალიპტი + C
EUCALYPTUS + C

წამლის ფორმა: ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, ამოსახველებელი ეფექტი. მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე.
პრეპარატის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას განსაზღვრავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსი: ეთეროვანი ზეთები (80% ცინეოლის შემცველობით), მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები.

შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანციები: ევკალიპტის ზეთი – 6მგ; მენთოლი – 5მგ; ასკორბინის მჟავა – 20მგ;
დამხმარე სუბსტანციები: შაქარი, სორბიტი, ტალკი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი, აეროსილი, მწვანე პიგმენტი.

ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· პირის ღრუს ანთებითი დაავადებები (გინგივიტი, სტომატიტი და სხვა);
· ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები (ლარინგიტი, ტრაქეიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი, და სხვა).

უკუჩვენება:
ინდივიდუალური შეუთავსებლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: თითო ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში საწუწნად დაღეჭვის გარეშე.
ბავშვებში 8 წლის ზემოთ: თითო ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში საწუწნად დაღეჭვის გარეშე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის რეკომენდაციით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: არ არის შესწავლილი.

გავლენაA ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა:
10 საწუწნი ტაბლეტი ბლისტერზე. ერთ ან ორ ბლისტერს ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.

მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი”.

საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.