ვალერიანი პიტნით №40 - №100 ტაბ

გამოყენების ინსტრუქცია
კატაბალახას ექსტრაქტი პიტნით
VALERIAN EXTRACT WITH MINT
პარასამკურნალო საშუალება

წამლის ფორმა: ტაბლეტები.
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა: კატაბალახას სქელი ექსტრაქტი – 0,02გ; პიტნის ზეთი – 0,00025გ;
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი, სახამებელი, გლუკოზა, კალციუმის სტეარატი, ტალკი, პიგმენტები.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი შეიცავს ვალერიანის და იზოვალერიანის მჟავებს, ბორნეოლს, მირტენოლს, ალკალოიდებს (ვალერინი, ხოტინინი); სედაციური მოქმედების ნივთიერებებს – ვალეპოტრიატებს, პიტნის ეთერზეთებს.
აღნიშნული შემადგენლობიდან გამომდინარე ,,კატაბალახას ექსტრაქტი პიტნით”-ტაბლეტები ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას და აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს, აქვს ნაღვლმდენი მოქმედება, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ აქტივობას, ანელებს გულის რიტმს და აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს, აძლიერებს საძილე პრეპარატების მოქმედებას.
პრეპარატის სამკურნალო მოქმედება ვლინდება სისტემატიური და ხანგრძლივი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. ნერვული აგზნებადობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობისას ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია სხვა სედაციურ საშუალებებთან ერთად გამოყენება, აძლიერებს საძილე და ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედებას.
ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. პრეპარატის მაღალი დოზების სისტემატიური მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს სისუსტე, მოდუნება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილიანობა.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.
შეფუთვა: 20 ტაბლეტი ბლისტერზე, 2 ან 5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ვარგისობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
შენახვა: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი”.

საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
ტელ/ფაქსი: + 995 (032) 259-64-46, 259-57-90.