„მელატონინი ნეო“
გამოყენების ინსტრუქცია
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: მელატონინი – 3მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონის ანალოგს, რომელიც არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, ამცირებს ჩაძინების დროს.ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ ადაპტირებას საათობრივი ზონების ცვლილებისას.
გამოყენების რეკომენდაცია:
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება:
• უძილობა, ძილის რითმის დარღვევა;
• ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა;
• საათობრივი სარტყლის ცვლილებით გამოწვეული ძილის დარღვევები.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად, დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე,
მოზრდილებში: 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში;
საათობრივი ზონების ცვლილებისას ერთი დღით ადრე, 1ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, მიღება გრძელდება 2-5 დღის განმავლობაში.
მაქსიმალური დღიური დოზაა 6მგ.
გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის მხრივ დისკომფორტი.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია, 18 წლამდე ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია: „მელატონინი ნეო“ არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პეროდში.
ჭარბი დოზირება: არ დაფიქსირებულა.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: „მელატონინი ნეოს“ მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას.
განსაკუთრებული მითითებები: პირებმა, რომელთაც აქვთ დეპრესია, ეპილეფსია, ლეიკემია, ჰორმონული დარღვევები და აუტოიმუნური პათოლოგიები, მელატონინის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. ქალებმა უნდა შეწყვიტონ მელატონინის მიღება ორსულობის დაგეგმვამდე 1-2 თვით ადრე.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: ასპირინთან (აცეტილსალიცილის მჟავა), ბეტა-ბლოკატორებთან პრეპარატის ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმში მელატონინის დონის შემცირება.სედატიურ ანტიდეპრესანტებთან, ტრანკვილიზატორებთან და სხვა დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია დააქვეითოს სასურველი ეფექტი.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილაზე, ოთახის ტემპერატურის პირობებში.
გამოშვების ფორმა:
10 ტაბლეტი პვქ/ალუ ბლისტერში. 6 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასტან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;
ტელ/ფაქსი: + 995 (032) 259-64-46; 259-57-90;