გამოყენების ინსტრუქცია
ნეოსპანი
NEOSPAN
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სპაზმოლიზური საშუალება.
წამლის ფორმა: ტაბლეტები.
შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია: დროტავერინის ჰიდროქლორიდი – 40 მგ.
არააქტიური ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილპიროლიდონი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: დროტავერინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს იზოქინოლინის წარმოებულ სპაზმოლიზურ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს გლუვი კუნთების მოდუნებას ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას ინჰიბირების, მისი უჯრედის შიგნით დაგროვების, ცამფ-ის კონცენტრაციის გაზრდის და მიოზინის კინაზას მსუბუქი ჯაჭვების ინაქტივირების გზით.
დროტავერინის სპაზმოლიზური მოქმედება არ არის დამოკიდებული ვეგეტატიური ინერვაციის ხასიათზე, ერთნაირად მოქმედებს გასტროინტესტინური, ბილიარული, უროგენიტალური და სისხლძარღვოვანი სისტემის გლუვ მუსკულატურაზე.
სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედების გამო აუმჯობესებს ქსოვილების სისხლით მომარაგებას. არ ახასიათებს ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკული მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა: სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 100%-ს. ნახევრად გამოყოფის პერიოდია 12 სთ. თანაბრად ნაწილდება ქსოვილებში, აღწევს გლუვკუნთოვან უჯრედებში. დროტავერინი უკავშირდება პლაზმის ცილებს 95-98%-ით. ექსკრეცია ხდება უპირატესად თირკმელებით.
ჩვენებები: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· გლუვი მუსკულატურის სპაზმი, რომელიც დაკავშირებულია ბილიარული ტრაქტის დაავადებებთან: ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, პერიქოლეცისტიტი, ქოლეცისტოლითიაზი, ქოლანგიოლითიაზი, პაპილიტი.
· შარდგამომყოფი სისტემის გლუვი მუსკულატურის სპაზმი: ნეფროლითიაზი, ურეთროლითიაზი, პიელიტი, ცისტიტი, შარდის ბუშტის ტენეზმები.
· კუჭ-ნაწლავის გლუვი მუსკულატურის სპაზმი: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, გასტრიტის, ენტერიტის, კოლიტის, ყაბზობით მიმდინარე სპასტიური კოლიტის და კოლიტის მეტეორიზმით მიმდინარე ფორმის დროს.
· ტენზიური ტიპის თავის ტკივილების დროს: კუნთოვანი დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი, ფსიქოგენური, სტრესული, ყოველდღიური თავის ტკივილი, ტრანსფორმირებული შაკიკი;
· მეანობა-გინეკოლოგიაში: მტკივნეული მენსტრუაციის, საშვილოსნოს ტონუსის შესამცირებლად ფეხმძიმობის დროს, აბორტის საშიშროების დროს.
უკუჩვენებები:
· მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
· ღვიძლის, თირკმელების, გულის მძიმე უკმარისობა.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლოა განვითარდეს: გულისრევა, შეკრულობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის დაქვეითება;
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რძის შაქრის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია განვითარდეს ყაბზობა.
დოზირება და მიღების ხერხები:
მოზრდილებში: დღიური დოზა შეადგენს 120-240მგ, ე.ი. 3-6 ტაბლეტი დღეში, რომელიც უნდა განაწილდეს 2-3 მიღებაზე. ერთჯერად დოზას მოზრდილებისთვის შეადგენს 40-80მგ (1-2 ტაბლეტი);
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.
ბავშვებში 6 წლის ზემოთ: რეკომენდირებული დღიური დოზაა 80-200მგ, ე.ი. 2-5 ტაბლეტი დღეში, რომელიც უნდა განაწილდეს 2-5 მიღებაზე. ერთჯერად დოზას 6 წლის ზემოთ ბავშვებისთვის შეადგენს 40მგ (1 ტაბლეტი);
1 წლიდან 6 წლამდე ბავშვებში: რეკომენდებული დღიური დოზაა 40-120მგ, ე.ი. 1-3 ტაბლეტი დღეში, რომელიც უნდა განაწილდეს 2-3 მიღებაზე. ერთჯერად დოზას 1-დან 6 წლამდე ბავშვებში შეადგენს 20-40მგ (1/2 – 1 ტაბლეტი).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ნეოსპანისა და ანტიპარკინსონული საშუალების – ლევოდოპას ერთდროული გამოყენებისას მცირდება ლევოდოპას ეფექტი.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატის უსაფრთხოებისა და ტოქსიკურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო, მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მოსალოდნელი სარგებლიანობის და პოტენციური რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: თერაპიულ დოზებში მიღებისას არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზის გადაჭარბება: მაღალი დოზებით მიღებისას შეიძლება განვითარდეს ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, გულის გაჩერება და სუნთქვითი ცენტრის დამბლა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. ატრიოვენტრიკულური ბლოკადის დროს ატროპინი და იზოპრენალინი შეჰყავთ ვენაში, გულის გაჩერებისას საჭიროა ატროპინის ან ადრენალინის ვენაში შეყვანა და კარდიოსტიმულაცია, სუნთქვის გაჩერებისას – საჭიროა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის განხორციელება.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: N10 ტაბლეტი ბლისტერზე;
მეორეული შეფუთვა: 6 ბლისტერი კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).
მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (32) 259-64-46; 259-57-90;