ნეოქონდრის გელი 3% 35 გ ტუბში

გამოყენების ინსტრუქცია

ნეოქონდრი
NEOQONDR

წამლის ფორმა: გელი გარეგანი გამოყენებისთვის.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: ნეოქონდრის სქელი ექსტრაქტი – 3% (წყლის მარწყვაბალახას ფესურა ფესვებით (Rhizomata cum radices Comari)- 3 ნაწილი; ოროვანდის ფესვები (Radices Arctii) – 1 ნაწილი; შავი მოცხარის ფოთლები (Folia Ribes nigri) – 1 ნაწილი).
დამხმარე ნივთიერებები: დიმექსიდი, ნატრიუმის ბენზოატი, კარბომერი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, პიტნის ზეთი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: გელს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ხსნის სახსრების ტკივილსა და შეშუპებას, აწესრიგებს მინერალურ ცვლას.
წყლის მარწყვაბალახა შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს. მათში მთრიმლავ ნივთიერებებს განსაკუთრებული როლი ეკისრებათ. ისინი განსაზღვრავენ მცენარის ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ, რეგენერაციულ ეფექტს.
ოროვანდის ფესვები შეიცავს ინულინს (45%-მდე), ეთერზეთს (0,17%-მდე), მთრიმლავ ნივთიერებებს, მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს (კოფეინის, ვაშლის, ლიმონის), B ჯგუფის ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას. ოროვანდის ფესვებს აქვს შარდმდენი, ოფლმდენი მოქმედება, აუმჯობესებს მინერალურ ცვლას.
შავი მოცხარის ფოთლები გამოირჩევა ვიტამინ С – ს განსაკუთრებით მაღალი შემცველობით (0,4%-ზე მეტი). გარდა ამისა, შეიცავს ეთერზეთს, პოლიფენოლურ ნაერთებს. შავი მოცხარის ფოთლები ცნობილია, როგორც შარდმდენი, ოფლმდენი მოქმედების მქონე ანტირევმატული საშუალება.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· ართრიტი;
· რევმატიზმი;
· ოსტეოქონდროზი;
· რადიკულიტი;
· პოდაგრა;
· ძვლებისა და სახსრების დაზიანებები და ტრავმები;
· საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პროფილაქტიკა (მუდმივი ფიზიკური დატვირთვის მქონე პირებში და სპორტსმენებში).
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენების წესი და დოზირება: გამოიყენება გარეგანად. გელი უნდა დაიტანოთ პრობლემურ უბანზე და შეიზილოთ კანში, დღეში 2-3-ჯერ.
ეფექტის გასაძლიერებლად პრობლემურ უბანზე უნდა შემოიხვიოთ შალის ქსოვილი.
გელის გამოყენება რეკომენდირებულია არა ნაკლებ 2-3 თვის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია სხვა სახსრების სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა: 35გ გელი ალუმინის ტუბში.
1 ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
შენახვის წესი: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.

საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქს: +995 (032) 259-64-46; 259-57-90.