ნეოქონდრი №30 ტაბ

გამოყენების ინსტრუქცია

ნეოქონდრი
Neoqondr

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
წამლის ფორმა: ტაბლეტები.
შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: ნეოქონდრის სქელი ექსტრაქტი – 300 მგ;
(წყლის მარწყვაბალახას ფესურები ფესვებით (Rhizomata cum radices Comari)- 3 ნაწილი; ოროვანდის ფესვები (Radices Arctii) – 1 ნაწილი; შავი მოცხარის ფოთლები (Folia Ribes nigri) – 1 ნაწილი);
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის ფუძეკარბონატი, სახამებელი, ტალკი, კალციუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ოფლმდენი მოქმედება. ხსნის სახსრების ტკივილსა და შეშუპებას, აწესრიგებს მინერალურ ცვლას, ახდენს მასენსიბილიზებელ და ზოგადგამაძლიერებელ მოქმედებას.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· ართრიტები (ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად განვითარებული), რევმატიზმი, ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი;
· პოდაგრა;
· ძვლებისა და სახსრების დაზიანებები და ტრავმები;
· საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პროფილაქტიკა (მუდმივი ფიზიკური დატვირთვის მქონე პირებში და სპორტსმენებში);
· მინერალური ცვლის დარღვევა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 25-30 დღე.
გამოხატული ეფექტი მიიღება მხოლოდ მკურნალობის კურსის ჩატარებისას.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობის და ლაქტაციის დროს გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი ბლისტერზე. 3 ბლისტერი კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შენახვის წესი: სინათლისაგან დაცულ, მშრალ, გრილ ადგილას.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.

საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქს: +995 (32) 259-57-90; 259-64-46.