”ნეო-გრა ფიტო”
ფორთოხლის არომატით
“NEO-GRA PHYTO”
With orange flavour
ზოგად მატონიზირებელი საშუალება
ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტებში
ერთი პაკეტის შემადგენლობა: 3,2გ,
აქტიური სუბსტანციები: პერუანული მაკას ექსტრაქტი 1.0გ, ეპიმედიუმის ექსტრაქტი 0.7გ, კუროსთავის ექსტრაქტი 0.5გ,
ინდური სარსაპარილას ექსტრაქტი 0.5გ.
დამხმარე ნივთიერებები:
სვიტლი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ფორთოხლის არომატიზატორი, ნარინჯისფერი პიგმენტი.
გამოყენების რეკომენდაცია:
დამხმარე საშუალება სქესობრივი ფუნქციის სტიმულირებისთვის.
”ნეო-გრა ფიტო” არის მცენარეული კომპლექსური აფროდიზიაკი-ბუნებრივი სქესობრივი სტიმულატორი, რომელიც ამაღლებს ლიბიდოს, ორგანიზმის ზოგად ტონუსს, ახანგრძლივებს სქესობრივი აქტის პროცესს.
პერუანული მაკას ექსტრაქტი შეიცავს ვიტამინებს, ამინომჟავებს, დიდი რაოდენობით პოლიფენოლებს. ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსი აუმჯობესებს სექსუალურ ფუნქციას, მატებს ძალას, აღძრავს ლტოლვას.
ეპიმედიუმის ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერება იკარინს, რომელიც აუმჯობესებს ერექციულ ფუნქციას.
ინდური სარსაპარილას ექსტრაქტი შეიცავს უნიკალურ ფიტოსტეროიდს, გლიკოზიდებს(პარილინი და სარსაპარილოზიდი), საპონინებს, (ძირითადად სტეროიდულ საპონინებს), ფლავონოიდებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, აძლიერებს ლიბიდოს.
კუროსთავის ექსტრაქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ალკალოიდებს, საპონინებს, რომლებსაც ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებები. Eექსტრაქტის გამოყენება ზრდის ტესტოსტერონის დონეს, დადებით გავლენას ახდენს სექსუალურ ფუნქციაზე, ზრდის ლიბიდოს. ერექციული ფუნქცია უმჯობესდება.
მიღების წესი და დოზირება:
პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში.1 პაკეტი მიიღება დაგეგმილ სექსუალურ აქტივობამდე ერთი საათით ადრე.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
,,ნეო-გრა ფიტო’’ არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის პირებისათვის.
შეფუთვა:
3,2 გ ფხვნილი ერთ პაკეტში. 10 პაკეტი მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება 15-25°C ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში ,,ნეო-გრა ფიტო’’-ს გამოყენება დაუშვებელია.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო, თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46; 259-57-90.