გამოყენების ინსტრუქცია
რეჰიდრონი ნეო საბავშვო
REHYDRON NEO KIDS
წამლის ფორმა: ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ორგანიზმის დეჰიდრატაციის კომპენსაციისთვის.
შემადგენლობა: გლუკოზა – 3,56გ; ნატრიუმი – 326მგ; ციტრატი – 388მგ; კალიუმი – 158მგ, ქლორიდი – 427მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ფორთოხლის არომატიზატორი, სახარინი, კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატის გამოყენების მთავარი დანიშნულებაა მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენა, რომელიც ირღვევა ღებინებისა და დიარეის დროს ელექტროლიტების დაკარგვით.
,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’-ს შემადგენლობაში შემავალი გლუკოზა ახდენს მარილებისა და ციტრატების აბსორბციას და ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებას.
ფარმაკოკინეტიკა – თ1/2 შეადგენს 1 სთ-ს. გამოიყოფა თირკმელებით.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. გაუწყლოვნების პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება: 1 პაკეტის შიგთავსი იხსნება 250მლ ახლად ადუღებულ და ოთახის ტემპერატურამდე გაციებულ წყალში.
გულისრევისა და ღებინებისას ხსნარი სასურველია მიღებული იქნას გაციებული სახით, მცირე ულუფობით.
ახალშობილებში და ბავშვებში 2 წლამდე ინიშნება 1-2 ჩაის კოვზი ხსნარი 5-10 წთ-იანი ინტერვალებით 4-6 საათის განმავლობაში.
ბავშვებში 2 წლის ზემოთ და მოზრდილებში ხსნარის მიღება შეიძლება ულუფობით (50-100მლ) 3-5წთ-იანი ინტერვალებით 3-5 საათის განმავლობაში.
რეჰიდრატაციისთვის ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’ პირველ 6-10 სთ-ის განმავლობაში მიიღება სხეულის მიერ დაკარგულ წონასთან მიმართებაში ორმაგი რაოდენობით. მაგალითად, თუ წონაში დანაკარგია 400გ, საჭიროა 800მლ ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’-ს ხსნარის მიღება.
დიარეის გაგრძელების შემთხვევაში 24სთ-ის განმავლობაში ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’, წყალი და სხვა სითხეები მიღებული უნდა იყოს შემდეგი სქემის მიხედვით:
სხეულის წონა- კგ | საჭირო სითხის საერთო რაოდენობა (ლ) | რეჰიდრონი ნეო საბავშვო | წყალი(ლ) | სხვა სითხეები(ლ) |
5 | 0,83 | 0,35 | 0,21 | 0,27 |
6 | 1 | 0,42 | 0,25 | 0,33 |
7 | 1,05 | 0,44 | 0,26 | 0,35 |
8 | 1,1 | 0,46 | 0,28 | 0,36 |
9 | 1,15 | 0,48 | 0,29 | 0,38 |
10 | 1,2 | 0,5 | 0,3 | 0,4 |
12 | 1,3 | 0,54 | 0,32 | 0,44 |
14 | 1,4 | 0,58 | 0,35 | 0,47 |
16 | 1,5 | 0,62 | 0,37 | 0,51 |
18 | 1,6 | 0,66 | 0,4 | 0,54 |
20 | 1,7 | 0,7 | 0,42 | 0,58 |
25 | 1,8 | 0,75 | 0,45 | 0,6 |
30 | 1,9 | 0,8 | 0,48 | 0,62 |
40 | 2,1 | 0,9 | 0,54 | 0,66 |
50 | 2,3 | 1,0 | 0,6 | 0,7 |
70 | 2,7 | 1,2 | 0,72 | 0,78 |
დეჰიდრატაციის მოვლენების შემცირების შემდეგ ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო”-ს დოზა შეიძლება შემცირდეს 5-10მლ/კგ-მდე, რომელიც მიიღება ყოველი შემდგომი კუჭში თხლად გასვლის შემდეგ, ასევე, ყოველი ღებინების შემდეგ დამატებით აძლევენ ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო”-ს 10მლ/კგ-ზე დოზით.
ჩვეულებრივ, პრეპარატი მიიღება არა უმეტეს 3-4 დღის განმავლობაში.
უკუჩვენება: თირკმელების ფუნქციის დარღვევები; შაქრიანი დიაბეტი; გონების დაკარგვა; გაუვალობა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი;
გვერდითი მოვლენები: რეკომენდირებული დოზებით მიღებისას არ იწვევს გვერდით ეფექტებს. არსებობს ალერგიული რეაქციების განვითარების პოტენციური შესაძლებლობა.
დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’-ს ხსნარის დიდი მოცულობით ან ძალიან მაღალი კონცენტრაციით მიღებისას შესაძლებელია ჰიპერნატრიემიის განვითარება (სისუსტე, ძილიანობა, გონების დაბინდვა, კომა, ზოგჯერ შესაძლოა სუნთქვის გაჩერებაც); პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით შეიძლება მეტაბოლური ალკალოზის განვითარება, რაც ვლინდება ფილტვების ვენტილაციის დაქვეითებაში.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’ ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება რეკომენდირებულ დოზებში.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.
სიფრთხილე: ღებინებისა და დიარეის დროს ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’-ს გამოყენებით მკურნალობა დაწყებული უნდა იქნეს რაც შეიძლება დროულად და პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს დიარეის შეწყვეტამდე (ჩვეულებრივ, არა უმეტეს 3-4 დღის განმავლობაში). ხსნარში არ შეიძლება სხვა კომპონენტების დამატება, რათა არ შეიცვალოს პრეპარატის მოქმედება.
თუ ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’-ს მიღებისას განვითარდება ძილიანობა, დეზორიენტაცია, მაღალი ტემპერატურა, ანურია (შარდის გამოყოფის შეფერხება), სისხლის გამოვლენა ექსკრემენტში, ან დიარეა გახანგრძლივდება 5 დღეზე დიდხანს, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან: ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’-ს აქვს ტუტე რეაქცია, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი ერთდროული დანიშვნისას ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომელთა აბსორბცია ხორციელდება pH–ის განსაზღვრული მნიშვნელობისას.
შეფუთვა: 5,185გ ფხვნილი პაკეტში. 10 პაკეტი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში (2-8 ºCტემპერატურაზე) არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.