სეპტრილა 100მლ

პარასამკურნალო საშუალება

,,სეპტრილა’’
,,SEPTRILA’’

გამოყენების ინსტრუქცია

წამლის ფორმა: სითხოვანი ექსტრაქტი.
აღწერილობა: მუქი ყვითელი ფერის სითხე გვირილასათვის დამახასიათებელი სუნით და გემოთი. დასაშვებია ნალექის არსებობა.
შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია: სამკურნალო გვირილას ყვავილები (Fლორეს ჩჰამომილლაე) _ 100გ.
დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი _ საჭირო რაოდენობით, 100მლ ექსტრაქტის მისაღებად, 96% ეთილის სპირტი _ 15გ, სორბინის მჟავა _ 0,05გ.
გვირილას ყვავილები შეიცავს დამახასიათებელი ლურჯი ფერის მქონე ეთერზეთებს (0,2-0,8%), რომელთა შემადგენლობაში შედის ხამაზულენი, სესკვიტერპენები – ფარნეზენი, ბისაბოლოლი და მათი ოქსიდები; კადინენი, მირცენი, კაპრილის, ნონილის და იზოვალერიანის მჟავები. ყვავილებში აღმოჩენილია ფლავონოიდები აპიინი, კვერციმერიტინი, ლუტეოლინი, მათი მეთოქსინაწარმები, კუმარინები და მათი მეთილეთერი გერნიარინი, დიოქსიკუმარინი, ტრიტერპენული სპირტები, ფიტოსტერინი, ქოლინი, ასკორბინის მჟავა, პექტინები, ნიკოტინის და სალიცილის მჟავები, კაროტინი და სხვა ნაერთები.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ანტიალერგიული, სპაზმოლიზური (ხსნის მუცლის ღრუს ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს), შემკვრელი, სისხლდენის შემაჩერებელი, ოფლმდენი, ნაღვლმდენი მოქმედება. აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციის პროცესს.
პრეპარატის ფარმაკოლოგიური აქტივობა ძირითადად დაკავშირებულია მასში ხამაზულენის შემცველობასთან, რომელიც აჩქარებს ქსოვილების რეპარაციის პროცესებს.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. სანაციისთვის:
· სტომატიტის, გინგივიტის, ანგინის, ტონზილიტის, ლარინგიტის დროს;
ოყნის სახით:
ოყნის სახით:
· სპასტიური კოლიტის, ფაღარათის, პროქტიტის, ბუასილის, ვაგინიტის, ურეთრიტის, ცისტიტის დროს.
(დამხმარე საშუალება გარეგანი გამოყენებისთვის ძირითადი მედიკამენტოზური მკურნალობის დროს).
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ყურადღება! პრეპარატი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!
მიღების წესი და დოზირება: სანაციისთვის: ,,სეპტრილა’’-ს 10მლ იხსნება ერთ ჭიქა თბილ წყალში.
ოყნისათვის: ,,სეპტრილა’’-ს 10მლ იხსნება 500მლ თბილ წყალში.
გამოშვების ფორმა: პირველადი შეფუთვა: 100მლ სითხოვანი ექსტრაქტი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიეთილენის ფლაკონში.
მეორეული შეფუთვა: 1 ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის წესი: ინახება 15-25˚C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი”.

საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.