პარასამკურნალო საშუალება
შავბალახას ნაყენი
Tinctura Leonuri
შიგნით მისაღები წვეთები
გამოყენების ინსტრუქცია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის დამამშვიდებელი საშუალება.
შემადგენლობა: მომზადებულია შავბალახას მიწისზედა ნაწილებისაგან 70%-იან ეთილის სპირტზე.
შეიცავს ბიოლოგურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, რუტინი, ქვინკველოზიდი), ეთერზეთებს, საპონინებს, მთრიმლავ ნივთირებებს, სტეროიდულ გლიკოზიდებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: აქვს სედაციური მოქმედება, ამცირებს სპონტანური მოძრაობის აქტივობას, აძლიერებს საძილე და ნარკოტიკული ნივთიერებების მოქმედებას, აქვეითებს არტერიულ წნევას, იჩენს კარდიოტონურ მოქმედებას – აძლიერებს სისტოლას და აიშვიათებს რითმს, ახასითებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო ეფექტი.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
• სხვადასხვა სახის ნევროზები;
• ჰიპერტონული დაავადების I სტადია;
• აგზნებულობა, უძილობა;
• ტაქიკარდია.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად. 30-50 წვეთი 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.
დოზის გადაჭარბება: დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია სხვა სედაციურ საშუალებებთან ერთად გამოყენება, აძლიერებს საძილე და ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედებას.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის ხანგრძლივად დიდი დოზებით მიღებისას შესაძლებელია ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება. ამ შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტის მართვისას და ისეთ მექანიზმებთან მუშაობისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება (შეიცავს ეთილის სპირტს).
შეფუთვა: 25მლ ნაყენი ნარინჯისფერი მინის და პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (32) 259-57-90, 259-64-46;