მშრალი და ნორმალური ტიპის კანისათვის
შემადგენლობა: ზეითუნის ზეთი, გამოხდილი წყალი, სპერმაცეტი, თაფლის სანთელი, კაკაოს ცხიმი, გლიცეროლმონოსტეარატი, კარბოქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, ვაშლის ზეთი, ვარდის ზეთი.
ეფექტურობა: მკვებავი კრემის ბუნებრივ კომპონენტებს აქვთ დამამშვიდებელი, დამატენიანებელი მოქმედება, ხელს უწყობენ კანის რეგენერაციას, აღადგენენ დაზიანებულ უჯრედებს, ხელს უშლიან ნაოჭების წარმოქმნას და იცავენ კანს გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან.
გამოყენების წესი: კრემი დაიტანეთ საღამოს, ძილის წინ სახის გაწმენდილ კანზე და ნაზი პალპაციით თანაბრად გადაანაწილეთ კანის დაჭიმვის გარეშე კრემის სრულ შეწოვამდე.
განსაკუთრებული მითითება: არ შეიცავს პარაბენებს, პარფიუმს და sls-ს.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°c ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.