აბუსალათინის ზეთი - 50 მლ

გამოყენების ინსტრუქცია
აბუსალათინის ზეთი
CASTOR OIL

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:
Castor oil

წამლის ფორმა: ზეთი შინაგანი და გარეგანი გამოყენებისთვის.

აღწერა: ყვითელი შეფერილობის, გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი შეფერილობის ზეთი სპეციფიკური სუნით.

შემადგენლობა: აბუსალათინის ზეთი – 50 მლ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საფაღარათო საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: თორმეტგოჯა ნაწლავის ტუტე გარემოში ლიპაზას ზემოქმედებით აბუსალათინის ზეთისგან წარმოიქმნება რიცინოლის მჟავა, რომელიც 0,5მლ/ლ კონცენტრაციის პირობებში აღიზიანებს ნაწლავების რეცეპტორებს და რეფლექტორულად აძლიერებს მის პერისტალტიკას. აბუსალათინის ზეთის ზემოქმედებით წყდება ელექტროლიტებისა და მათთან ერთად წყლის აბსორბცია ნაწლავის კედლებში, ძლიერდება წყლის სეკრეცია და იზრდება ნაწლავების შიგთავსის მოცულობა. ეს აძლიერებს მის მოტორიკას, აჩქარების ნაწლავების დაცლის პროცესს. საფაღარათო ეფექტი ვლინდება მიღებიდან 2-6 სთ-ის შემდეგ. 4გ ზეთის მიღების შემთხვევაში რიცინოლის მჟავის აბსორბცია შეადგენს 100%-ს, 50გ ზეთის მიღების შემთხვევაში – მხოლოდ 36%-ს, 60გ ზეთის მიღების შემთხვევაში კი – 10%-ს. საფაღარათო ეფექტის მისაღებად საჭიროა 10გ ზეთის მიღება.
პრეპარატის გამოყენებისას ასევე აღინიშნება საშვილოსნოს კუნთის რეფლექტორული შეკუმშვა.

ჩვენებები: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· მწვავე ყაბზობა;
· მოწამვლა;
· კვებითი ინტოქსიკაცია;
· ჰიპერკერატოზი;
· თმის ზრდის სტიმულირებისთვის.
· ნაწლავების გაწმენდა დიაგნოსტიკური პროცედურების ჩასატარებლად;

გამოყენების წესი და დოზირება:
როგორც საფაღარათო საშუალება, მიიღება მოზრდილებში 15-30მლ (1-2 სუფრის კოვზი) დღეში 1-ჯერ, ბავშვებში 12-დან 14 წლამდე: 5-15 მლ (1-3 ჩაის კოვზით) დღეში.
დიაგნოსტიკური პროცედურების ჩასატარებლად, ნაწლავების გაწმენდის მიზნით, გამოიყენება პროცედურის ჩატარებამდე 2-6 სთ-ით ადრე.
დერმატოლოგიურ პრაქტიკაში, გამომშრალი და აქერცლილი კანის დასარბილებლად, გამოიყენება საფენების სახით 1:10 განზავებით 2% სალიცილის მჟავას სპირტიან ხსნართან ერთად.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 4-7 დღის განმავლობაში.
თმის ზრდის სტიმულირებისთვის აბუსალათინის ზეთს განაზავებენ 95%-ინი ეთილის სპირტით და ხსნარს შეიზელენ თავის კანზე.
სიფრთხილის ზომები:
რეკომენდირებულია აბუსალათინის ზეთის, როგორც საფაღარათო საშუალების, გამოყენება არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში.
აბუსალათინის ზეთის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევა, ასევე A და D ვიტამინების შეწოვის შემცირება და შესაბამისად – ჰიპოვიტამინოზი.

გვერდითი მოვლენები:
· ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა;
· საჭმლის მონელების დარღვევა, ხშირი გამოყენების შემთხვევაში – ენტეროკოლიტი, A და D ჰიპოვიტამინოზი;

უკუჩვენებები:
· ქრონიკული ყაბზობა;
· ნაწლავების მწვავე ანთება (მათს შორის, აპენდიციტი);
· უცნობი ეთიოლოგიის ტკივილი მუცლის არეში;
· ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
· 12 წლამდე ბავშვთა ასაკი;

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ცხიმში ხსნად ვიტამინებთან ერთად მიღება ამცირებს A, D და K ვიტამინების ადსორბციას.
მ-ქოლინობლოკატორული საშუალებები (ანტიპირინი, პლატიფილინი), სპაზმოლიზური საშუალებები (პაპავერინი, დროტავერინი) ამცირებენ აბუსალათინის ზეთის მოქმედებას.
ანტიქოლინესთერაზული საშუალებები (ნეოსტიგმინი, რივასტიგმინი) და გლიცერინი აძლიერებენ აბუსალათინის ზეთის მოქმედებას.

ჭარბი დოზირება: აბუსალათინის ზეთის 7გ/კგ-ზე მიღების შემთხვევაში აღინიშნება ჭარბი დოზირების სიმპტომები: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, თავბრუსხვევა.
ანტიდოტად გამოიყენება ატროპინის სულფატი და ლოპერამიდი.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია ზეთის გამოყენების შეწყვეტა და დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

გამოყენება პედიატრიაში: აბუსალათინის ზეთი არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამღიზიანებლისადმი საჭმლის მომნელებელი სისტემის მაღალი მგრძნობელობის და დეჰიდრატაციის შესაძლო განვითარების გამო.

გამოშვების ფორმა: 50მლ ზეთი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ან მინის ფლაკონებში; ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ურეცეპტოდ.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: ინახება 8-15ºC ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი”.

საქართველო, თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ;
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.