მომზადების და მიღების წესი: ნედლეულის 1 სუფრის კოვზს ამატებენ 200 მლ წყალს, ადუღებენ 15 წუთი, შემდეგ შეავსებენ ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე და წურავენ.
მიღების წესი და დოზირება: ღებულობენ პერორალურად 50-50მლ-ს 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, ასევე იყენებენ სავლების სახით, ინჰალაციებისთვის.
ევკალიპტის ფოთლებისგან მიღებული ნახარში შეიძლება გამოვიყენოთ როგორც დამხმარე ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს.