ნეოართრი ნეო ბურთულიანი აპლიკატორით 50მლ

დეტალური აღწერა:

პარასამკურნალო საშუალება 

ნეოართრი

NEOARTHRI

გამოყენების ინსტრუქცია

 

წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების ხსნარი.

შემადგენლობა:   (50მლ-ზე)

წიწაკას ნაყენი                               – 45 მლ

მენთოლი                                         – 3 გ

ევკალიპტის ზეთი                       – 1 მლ

დამხმარე ნივთიერება:  პოლივინილპიროლიდონი.  

აღწერილობა. ძლიერ ცხარე გემოს მქონე წითელი ფერის გამჭვირვალე სითხე, ევკალიპტისა და მენთოლის დამახასიათებელი სუნით. დასაშვებია ნალექის არსებობა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

,,ნეოართრი” ხასიათდება ადგილობრივი გამაღიაზიანებელი, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით.

პრეპარატის ფარმაკოლოგიური აქტივობა განპირობებულია მისი შემადგენელი კომპონენტების მიერ კანის რეცეპტორების გამაღიზიანებელი მოქმედებით, რაც იწვევს რეფლექტორულ რეაქციებს.

წიწაკის ნაყენი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს, უპირატესად ალკალოიდ კაპსაიცინს, რომელიც განსაზღვრავს პრეპარატის ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას და ჯანმრთელი კანის ზედაპირზე შეზელისას იწვევს სითბოს შეგრძნებას.

მენთოლი ასტიმულირებს სიცივის შეგრძნების რეცეპტორებს და ამცირებს ტკივილს. სიცივის პირველადი შეგრძნება მალე იცვლება სითბოს შეგრძნებით.  ევკალიპტის ზეთს აქვს ადგილობრივ გამაღიზიანებელი და ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. 

ჩვენებები: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. ართრიტები, პლექსიტი, რადიკულიტი, მიოზიტი, მიალგია, ტენდო-ვაგინიტი.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენ-ტების  მიმართ.

გაფრთხილება: არ შეიძლება პრეპარატის შეზელვა, თუ დარღვეულია კანის ზედაპირის მთლიანობა!

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

მენთოლისადმი მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი.

გამოყენების წესი და დოზირება: დაიტანეთ მტკივნეულ ადგილას 2-3-ჯერ დღეში. დატანის შემდეგ შეიხვიეთ თბილად.

დოზის გადაჭარბება:  დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ორსულობა და ლაქტაცია: ,,ნეოართრი”-ს გამოყენება დასაშვებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა:

პირველადი შეფუთვა: 50მლ ფლაკონი  ბურთულიანი აპლიკატორით 

მეორეული შეფუთვა: 1 ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან  ერთად.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის წესი: ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.

აფთიაქიდან გაცემის წესი:  ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III _ გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.

მწარმოებელი:  შპს “ნეოფარმი”.

 

საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

ტელ/ფაქსი: +995 (32) 259-57-90, 259-64-46