შემადგენლობა: ზეითუნის ზეთი, ვაზელინი, გლიცერინი, კარბოპოლი, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაბენი, მწვანე ვაშლის ეთეროვანი ზეთი.
მოქმედების მექანიზმი: ხელის კრემს აქვს მკვებავი, დამცველი, აღმდგენი და დამარბილებელი, დამატენიანებელი მოქმედება; კანის საფარველს იცავს გარემოს მექანიკური, ქიმიური და ფიზიკური გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან.
ზეითუნის ზეთი შეიცავს: ანტიოქსიდანტური აქტივობის მქონე ვიტამინებს E; A და D-ს, რომლებიც მონაწილეობენ ეპიდერმისის განახლების პროცესში, კაროტინს (კანს იცავს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან), კანის დამატენიანებელი ეფექტის განმსაზღვრელ სკვალენს; მინერალებს – კალციუმს, კალიუმს და მაგნიუმს, რომლებიც მონაწილეობენ ფრჩხილების სტრუქტურის განახლებაში. კარბოპოლი ამშვიდებს და ატენიანებს კანს. გლიცერინი ატენიანებს, არბილებს, აახალგაზრდავებს კანს.
შენახვის პირობები: ინახება 5-25°C ტემპერატურის პირობებში.