რეჰიდრონი ნეო ალუბლის N10 პაკ

გამოყენების ინსტრუქცია
რეჰიდრონი ნეო
REHYDRON NEO

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ორგანიზმის დეჰიდრატაციის კომპენსაციისთვის.

წამლის ფორმა: ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად.

შემადგენლობა: გლუკოზა – 5გ; ნატრიუმის ქლორიდი – 1,75გ; ნატრიუმის ციტრატი – 1,45გ; კალიუმის ქლორიდი – 1,25გ.
დამხმარე ნივთიერებები: ალუბლის ან ლიმონის არომატიზატორი, სახარინ ნატრიუმი, კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი.

შემადგენლობარაოდენობა ერთ პაკეტში (500მლ-სთვის)რაოდენობა 1 ჩაის კოვზ ფხვნილში (250მლ-სთვის)
გლუკოზა5000 მგ2500 მგ
ნატრიუმი1075 მგ537,5 მგ
კალიუმი654 მგ327 მგ
ქლორიდი1657 მგ828,5 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატის გამოყენების მთავარი დანიშნულებაა მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენა, რომელიც ირღვევა ღებინებისა და დიარეის დროს ელექტროლიტების დაკარგვით.,,რეჰიდრონი ნეო’’-ს შემადგენლობაში შემავალი გლუკოზა ახდეს მარილებისა და ციტრატების აბსორბციას და ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებას. 
ფარმაკოკინეტიკა – T1/2 შეადგენს 1 სთ-ს. გამოიყოფა თირკმელებით.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. გაუწყლოვნების პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება: 1 პაკეტის შიგთავსი იხსნება 0,5ლ ახლად ადუღებულ და ოთახის ტემპერატურამდე გაციებულ წყალში. 
ბავშვებისთვის 1 ჩაის კოვზი ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს ფხვნილი უნდა გაიხსნას 250მლ ახლად ადუღებულ და ოთახის ტემპერატურამდე გაციებულ წყალში.
გულისრევისა და ღებინებისას ხსნარი სასურველია მიღებული იქნას გაციებული სახით, მცირე ულუფობით.
ახალშობილებში და ბავშვებში ინიშნება 1-2 ჩაის კოვზი ხსნარი 5-10 წთ-იანი ინტერვალებით 4-6 საათის განმავლობაში.
მოზრდილებში ხსნარი მიიღება ულუფობით (50-100მლ) 3-5წთ-იანი ინტერვალებით 3-5 საათის განმავლობაში. 
რეჰიდრატაციისთვის ,,რეჰიდრონი ნეო’’ პირველ 6-10 სთ-ის განმავლობაში მიიღება სხეულის მიერ დაკარგულ წონასთან მიმართებაში ორმაგი რაოდენობით. მაგალითად, თუ წონაში დანაკარგია 400გ, საჭიროა 800მლ ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს ხსნარის მიღება. 
დიარეის გაგრძელების შემთხვევაში 24სთ-ის განმავლობაში ,,რეჰიდრონი ნეო’’, წყალი და სხვა სითხეები მიღებული უნდა იყოს შემდეგი სქემის მიხედვით:

სხეულის წონა- კგსაჭირო სითხის საერთო რაოდენობა (ლ)რეჰიდრონი ნეო საბავშვოწყალი(ლ)სხვა სითხეები(ლ)
50,830,350,210,27
610,420,250,33
71,050,440,260,35
81,10,460,280,36
91,150,480,290,38
101,20,50,30,4
121,30,540,320,44
141,40,580,350,47
161,50,620,370,51
181,60,660,40,54
201,70,70,420,58
251,80,750,450,6
301,90,80,480,62
402,10,90,540,66
502,31,00,60,7
702,71,20,720,78

დეჰიდრატაციის მოვლენების შემცირების შემდეგ ,,რეჰიდრონი ნეო”-ს დოზა შეიძლება შემცირდეს 5-10მლ/კგ-მდე, რომელიც მიიღება ყოველი შემდგომი კუჭში თხლად გასვლის შემდეგ, ასევე, ყოველი ღებინების შემდეგ დამატებით აძლევენ ,,რეჰიდრონი ნეო”-ს 10მლ/კგ-ზე დოზით. 
ჩვეულებრივ, პრეპარატი მიიღება არა უმეტეს 3-4 დღის განმავლობაში. 
უკუჩვენება: თირკმელების ფუნქციის დარღვევები; შაქრიანი დიაბეტი; გონების დაკარგვა; გაუვალობა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი;
გვერდითი მოვლენები: რეკომენდირებული დოზებით მიღებისას არ იწვევს გვერდით ეფექტებს. არსებობს ალერგიული რეაქციების განვითარების პოტენციური შესაძლებლობა.
დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს ხსნარის დიდი მოცულობით ან ძალიან მაღალი კონცენტრაციით მიღებისას შესაძლებელია ჰიპერნატრიემიის განვითარება (სისუსტე, ძილიანობა, გონების დაბინდვა, კომა, ზოგჯერ შესაძლოა სუნთქვის გაჩერებაც); პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით შეიძლება მეტაბოლური ალკალოზის განვითარება, რაც ვლინდება ფილტვების ვენტილაციის დაქვეითებაში. 
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ,,რეჰიდრონი ნეო’’ ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება რეკომენდირებულ დოზებში.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.
სიფრთხილე: ღებინებისა და დიარეის დროს ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს გამოყენებით მკურნალობა დაწყებული უნდა იქნეს რაც შეიძლება დროულად და პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს დიარეის შეწყვეტამდე (ჩვეულებრივ, არა უმეტეს 3-4 დღის განმავლობაში). ხსნარში არ შეიძლება სხვა კომპონენტების დამატება, რათა არ შეიცვალოს პრეპარატის მოქმედება.
თუ ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს მიღებისას განვითარდება ძილიანობა, დეზორიენტაცია, მაღალი ტემპერატურა, ანურია (შარდის გამოყოფის შეფერხება), სისხლის გამოვლენა ექსკრემენტში, ან დიარეა გახანგრძლივდება 5 დღეზე დიდხანს, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან: ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს აქვს ტუტე რეაქცია, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი ერთდროული დანიშვნისას ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომელთა აბსორბცია ხორციელდება pH–ის განსაზღვრული მნიშვნელობისას.
შეფუთვა: 10გ ფხვნილი პაკეტში. 10 პაკეტი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე. 
მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში (2-8 ºC ტემპერატურაზე) არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი”. 
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. 
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46; 259-57-90.