ხარისხის პოლიტიკა
შპს “ნეოფარმი“-ს მისიაა საკანონმდებლო ნორმების მუდმივი დაცვით პარასამკურნალო საშუალებების, საკვები დანამატების,ბიოლოგიურად აქტიური დანამატების, ვიტამინების, ნატურალური წვენების, სასურსათო პროდუქტების, ნუტრიციოლოგიური დანიშნულების პროდუქტებისა და კოსმეტიკური საშუალებების წარმოებითა და რეალიზაციით, ასევე სამედიცინო პროდუქციის იმპორტ/ექსპორტითა და რეალიზაციით დაიმკვიდროს ბაზრის ლიდერის პოზიცია აღნიშნულ სეგმენტში და შექმნას ისეთი ხარისხის ბრენდი, რომელიც კლიენტის მოლოდინს ყოველთვის აკმაყოფილებს.
ჩვენი ხედვა ხარისხთან მიმართებაში არის შემდეგი:
• ვიყოთ სტაბილურობისა და ხარისხის გარანტი ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტის
დამზადების და მიწოდების სეგმენტში
• განუწყვეტლივ ვაუმჯობესებდეთ ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანობას ხარისხის
უზრუნველყოფის სტრატეგიის და მიზნების სწორი დაგეგმვის, კლიენტზე ორიენტირების,
მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობის ამაღლების
საფუძველზე.
კომპანიის ხარისხის მიზნებია
• პროდუქტების და მომსახურების დივერსიფიკაცია და შემოსავლების მუდმივი ზრდა;
• დაინტერესებული მხარეების/კლიენტის საჭიროებების და კმაყოფილების შეფასების
მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესება;
• შიდა პროცესების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
• პროდუქტის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
• პერსონალის კვალიფიკაციის და მოტივაციის მუდმივი გაუმჯობესება;
• ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მუდმივი გაუმჯობესება