დამფასოებელი

 შპს  “ნეოფარმი ” აცხადებს ვაკანსიას  წარმოებაში დამფასოებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;

გრაფიკი: 09:00 დან 17:00 საათამდე, 1  საათი შესვენება, შაბათ-კვირა დასვენება;

ანაზღაურება: 1000-1300 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამუშაოს დაწყების წინ სამუშაო ზედაპირების დასუფთავება;
  • ფლაკონების (ხსნარების და წვენების დაფასოებისთვის) რეცხვა და შრობა;
  • სითხოვანი პრეპარატის დაფასოება ფლაკონებში ხსნარის რაოდენობის (მოცულობის ან წონის) პერიოდული კონტროლით;
  • ფლაკონზე საწვეთურის ან საცობის მორგება (საჭიროების მიხედვით) და ხუფის მიხრახვნა;
  • დასაფასოებელ პრეპარატთან შესაფუთი მასალის შესაბამისობის გადამოწმება;
  • ფლაკონებზე ეტიკეტების მიკვრა ეტიკეტირების აპარატით ან მექანიკურად (ხელით) (ეტიკეტზე მისათითებელი სერია-ვარგისობის მონაცემები შეთანხმებული უნდა იყოს ხარისხის კონტროლის ლაბორატორიასთან);
  • სერია-ვარგისობის დატანა კოლოფებზე სერიის მიმნიჭებელი აპარატის გამოყენებით (ავტომატური მექანიზმის აპარატით ან მექანიკურად).
  • მეორეულ შეფუთვაში (კოლოფში) ფლაკონის განთავსება ინსტრუქციასთან ერთად).
  • მზა პრეპარატის მოთავსება სატრანსპორტო ყუთში და საწყობში გადაცემა;
  • აპარატის დაშლა (საჭიროების შემთხვევაში), დასუფთავება;
  • ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
  • დოკუმენტების შენახვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ  სხვა დავალებები შესრულება;

მოთხონები:

  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სასურველია, თუმცა არა აუცილებელი;
  • სასურველია ფარმაცევტული განათლება;

უნარები/პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • უფასო ერთჯერადი კვებას;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოგზავნოთ  რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neopharmi.ge  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ‘’დამფასოებელი“  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ჩვენ გელოდებით შენ! დაგეგმე შენი კარიერა ნეოფარმთან ერთად

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/სააპლიკაციო ფორმა) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების  შემთხვევაში, თქვენ გამოხატავთ თანხმობას “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე.

პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. 

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 01 წლის ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით.

დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს “ნეოფარმი” იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშავოს მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით, სამომავლო ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ შპს „ნეოფარმი+“-ის მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელ. ფოსტა: hr@neopharmi.ge; ტელ: 577 545 097

შპს “ნეოფარმი” კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის და “საქართველოს შრომის კოდექსის” მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელ. ფოსტა: office@neopharmi.ge; ტელ: 0322 595 790

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.neopharmi.ge

„ნეოფარმი “  გისურვებთ წარმატებას.