საწყობის თანამშრომელი

 შპს  “ნეოფარმი + აცხადებს ვაკანსიას  საწყობის თანამშრომელის  პოზიციაზე. 

,,ნეოფარმი +“-ს სააფთიაქო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ ფილიალს და ორ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება;

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ
გრაფიკი: 10:00 დან 18:00 საათამდე

ანაზღაურება: 800-1200 + ბონუსი

მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ფარმაცევტული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ენერგიულობა, პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასაწყობე მასალის ჩამოტვირთვა- დატვირთვა;
  • მიღებული მასალების დასაწყობება შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
  • მოთხოვნილი პროდუქციის გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
  • პროდუქციის აგროვება, დასაწყობება;
  • წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა;
  • პერიოდულ აღწერაში მონაწილეობის მიღება;

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • ერთჯერად უფასო კვებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოგზავნოთ  რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neopharmi.ge  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ‘’საწყობის თანამშრომელი  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/სააპლიკაციო ფორმა) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების  შემთხვევაში, თქვენ გამოხატავთ თანხმობას “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე.

პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. 

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 01 წლის ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით.

დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს “ნეოფარმი+” იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშავოს მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით, სამომავლო ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ შპს „ნეოფარმი+“-ის მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელ. ფოსტა: hr@neopharmi.ge; ტელ: 577 545 097

შპს “ნეოფარმი+” კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის და “საქართველოს შრომის კოდექსის” მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელ. ფოსტა: office@neopharmi.ge; ტელ: 0322 595 790

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.neopharmi.ge

შპს „ნეოფარმი +“  გისურვებთ წარმატებას.