ფარმაცევტი
მთავარი » ფარმაცევტი
შპს ,,ნეოფარმი+“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.
,,ნეოფარმი+“-ის ფარმაცევტული კომპანია აერთიანებს ფარმაცევტულ საწარმოს, 60-მდე ფილიალს(აფთიაქს) და სამ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთა სწრაფი და მაღალხარისხიანი მომსახურება; მათთვის კონსულტაციის გაწევა, კომპეტენციის ფარგლებში;
- მომხმარებელთათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასის, ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტების შეთავაზება;
- პროდუქციის განთავსება მათთვის განკუთვნილ ადგილზე (შესაბამისი წესების დაცვით);
- პროდუქციის ნაშთების კონტროლისა და შიდა აღწერის პროცესებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან საშუალო ფარმაცევტული/სამედიცინო
- განათლება(განიხილებიან სტუდენტებიც);
- კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტაცია;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ცოდნის ამაღლების შესაძლებლობას უფასო სწავლებისა და ტრენინგების საშუალებით;
- სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@neopharmi.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 577-545-097. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება – “ფარმაცევტი’’ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.