სამედიცინო წარმომადგენელი

„ნეოფარმი+“ არის გამოცდილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და საწარმოო მიმართულებით. იგი აფართოებს და ზრდის აქტივობის არეალს ყოველდღიურად. მისი სააფთიაქო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ ფილიალს და სამ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. “ნეოფარმი+” მუდმივად ახდენს საკუთარი სააფთიაქო ქსელის განვითარებას. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000-1500ლ (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი კლინიკების, ობიექტებისა და ექიმების მოძიება და ვიზიტების დაგეგმარება
    კომპანიისა და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის წარდგენა;
  • სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება.
  • მიკუთვნებულ სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება;
    არსებულ საკონტაქტო პირებისთვის კომპანიის ახალი პროდუქციის გაცნობა, პრეზენტაციების და შეთავაზების გაკეთება;
  • მოლაპარაკებების წარმოება პოტენციურ და არსებულ მომხმარებელთან და წინასწარ დადგენილი გეგმის მიხედვით გაყიდვების უზრუნველყოფა;
  • წინასწარ დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელთან წერილობითი ანგარიშგება;
 მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული, ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური არავერბალური და ვერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@neopharmi.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება- “სამედიცინო წარმომადგენელი’’, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 54 50 97.
ჩვენ გელოდებით შენ!

 

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „ნეოფარმი+“-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განხილვის ეტაპზე, რაც მოიცავს, კანდიდატის მიერ გამოგზავნილ CV-ში და მის თანდართულ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“) შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე  განაცხადის შენახვის და განხილვის, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.   თუ გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, მოახდინოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება  შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: hr@neopharmi.ge, ტელ: 577 545 097   კანდიდატის პერსონალური მონაცემების  გაგზავნით კანდიდატი  ადასტურებს, რომ გაეცნო და წინააღმდეგი არ არის  პერსონალური მონაცემი  შეგროვდეს, დამუშავდეს და  შენახული იქნას ზემოთ მითითებული მიზნით და ვადით. „ნეოფარმი +“  გისურვებთ წარმატებას.