სამედიცინო წარმომადგენელი
კომპანია „ნეოფარმი“ აცხადებს ვაკანსიას „სამედიცინო წარმომადგენლის“ პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: 10:00 დან 18:00 საათამდე, 1 საათიანი შესვენება, შაბათ-კვირა დასვენება;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლინიკების, ობიექტებისა და ექიმების მოძიება და ვიზიტების დაგეგმარება
კომპანიისა და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის წარდგენა; - სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება.
- მიკუთვნებულ სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება;
არსებულ საკონტაქტო პირებისთვის კომპანიის ახალი პროდუქციის გაცნობა, პრეზენტაციების და შეთავაზების გაკეთება; - მოლაპარაკებების წარმოება პოტენციურ და არსებულ მომხმარებელთან და წინასწარ დადგენილი გეგმის მიხედვით გაყიდვების უზრუნველყოფა;
- წინასწარ დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელთან წერილობითი ანგარიშგება;
მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება;
- აუცილებელი პირობაა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- რუსული, ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
- ეფექტური არავერბალური და ვერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- მიზანდასახულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზეულობა, დისციპლინირებულობა;
- პრეზენტაბელურობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@neopharmi.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება- “სამედიცინო წარმომადგენელი’’, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 54 50 97.
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „ნეოფარმი“-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განხილვის ეტაპზე, რაც მოიცავს, კანდიდატის მიერ გამოგზავნილ CV-ში და მის თანდართულ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“) შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე განაცხადის შენახვის და განხილვის, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.
თუ გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, მოახდინოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: hr@neopharmi.ge, ტელ: 577 545 097
კანდიდატის პერსონალური მონაცემების გაგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და წინააღმდეგი არ არის პერსონალური მონაცემი შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახული იქნას ზემოთ მითითებული მიზნით და ვადით.